რუსეთის ქალაქ ბელგოროდში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა, 100-ზე მეტი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო „ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს.

მათი ცნობით, „უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის“ შედეგად ბელგოროდში 12 ზრდასრული და 2 ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო კიდევ 108 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 15 ბავშვი.

მათი თქმით, დამატებითი ინფორმაცია ჯერ კიდევ დასადასტურებელია.

"ინტერპრესნიუსი"