"ივა­ნიშ­ვი­ლის მარ­ცხი 2024 წელს მი­ი­ღებს სა­ჯა­რო ხა­სი­ათს" - კვირის პალიტრა

"ივა­ნიშ­ვი­ლის მარ­ცხი 2024 წელს მი­ი­ღებს სა­ჯა­რო ხა­სი­ათს"

"ივა­ნიშ­ვი­ლის მარ­ცხი 2024 წელს მი­ი­ღებს სა­ჯა­რო ხა­სი­ათს", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

რო­გორც მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" წერს, ცვლი­ლე­ბა მხო­ლოდ ხალ­ხის ნე­ბით მოხ­დე­ბა.

"ივა­ნიშ­ვი­ლის მარ­ცხი, 2024 წელს, მი­ი­ღებს სა­ჯა­რო ხა­სი­ათს და და­მარ­ცხდე­ბა არა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, კო­ბა­ხი­ძე, ან კრებ­სი­თი პა­პუ­აშ­ვი­ლი, არა­მედ, ამ მან­კი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის შემ­ქმნე­ლი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კუ­ლი­სი­დან ვე­ღა­რა­სო­დეს გა­და­ვა მე­ო­რე კუ­ლის­ში, ჩრდი­ლო­ვა­ნი მარ­თვის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. თუმ­ცა,

ამ პრო­ცეს­ში ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს და ვი­აზ­რებ­დეთ სა­კუ­თარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ცვლი­ლე­ბა მოხ­დე­ბა მხო­ლოდ ხალ­ხის ნე­ბით, მისი ასახ­ვით პო­ლი­ტი­კა­ში და არა ფუ­ლის ფულ­თან, ერთი კუ­ლუ­ა­რის, მე­ო­რე კუ­ლუ­არ­თან და­პი­რის­პი­რე­ბით... დღეს, ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე ბას­რი ია­რა­ღი, მან­კი­ე­რი სის­ტე­მის დე­მონ­ტა­ჟი­სათ­ვის არის სი­მარ­თლე, მო­მავ­ლის სწო­რი პერ­სპექ­ტი­ვის შექ­მნა, მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და პრო­ცე­სებ­ზე სა­ჯა­როდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა",- წერს მე­ლია.