ახალ წელს რუსეთი უკრაინას „ქალაქების ომში“ ითრევს...
ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ისევ ომზე, დაბომბვებზე, მსხვერპლზე წერა, დამიჯერეთ,მართლაც უკვე შეუძლებელია, მაგრამ სამწუხაროდ, სწორედ ახალი წლის წინა დღეები იქცა რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული დაპირისპირების ზენიტად,როდესაც საქმე „ქალაქების ომამდე“ მივიდა...
ჯერ იყო და 29 დეკემბრის მთელი დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის არანაკლებ ათი ქალაქი,დედაქალაქ-კიევის ჩათვლით, 158 ერთეული კამიკაძე-დრონითა და ფრთოსანი რაკეტით დაბომბა,რასაც 40 მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა და 160-ზე მეტი დაიჭრა-დაშავდა...
30 დეკემბერს კი უკვე უკრაინამ განახორციელა შურისმაძიებელი ქმედება და საზღვრისპირა რუსული ქალაქის ბელგოროდის ცენტრისკენ უმართავი რაკეტების ზალპი განახორციელა-დაიღუპა 22 და დაშავდა 100-ზე მეტი ბელგოროდელი...
31 დეკემბრის გამთენიისას კი რუსეთმა „შურისძიების შურისძიება“ უკვე,ასევე საზღვრისპირა უკრაინულ ხარკოვს მოუწყო-ბალისტიკური რაკეტა ხარკოვის საუკეთესო სასტუმროს მოარტყა,დაშავდა არანაკლებ 26 მოქალაქე...
სამწუხაროდ,ეჭვს აღარ იწვევს,რომ ახალი წლის დადგომამდე დარჩენილ საათებშიც გაგრძელდება ორმხრივი დაბომბვები და სარაკეტო დარტყმები და არა მარტო ფრონტის ხაზზე...
„ქალაქების ომები“ ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო,როდესაც მოწინააღმდეგე მხარეები ცდილობდნენ ერთმანეთის დედაქალაქებისთვის რამენაირად მიეღწიათ საარტილერიო ჭურვები...
მეორე მსოფლიო ომის დროს,როდესაც საბრძოლო ავიაციამ დიდი განვითარება ჰპოვა, გერმანული ბომბდამშენები ლონდონს ბომბავდნენ,ბრიტანული და ამერიკულები გერმანიის ქალაქებს არ ინდობდნენ, ეს კი არა-სტალინის ბრძანებით რამდენიმე საბჭოთა ბომბდამშენმა ბერლინის დაბომბვა ომის დასაწყისშივე შესძლო, როდესაც გერმანელები მოსკოვს მიადგნენ.
ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გერმანიის შეიარაღებაში გამოჩენისთანავე,ჰიტლერმა „ფაუ-1“ებითა და „ფაუ-2“-ებით ლონდონზე საჰაერო იერიშების დაწყების ბრძანება გასცა...
მას შემდეგ ბალისტიკური რაკეტების(ერაყს მოდერნიზებული „ალ-ჰუსეინები“ ჰქონდა არსენალში,ირანს კი ჩრდილოეთ კორეიდან ნაყიდი „ჰვასონ-5“-ები,თუმცა ორივენი საბჭოთა „ელბრუსების“ ,იმავე „სკადების“ კლონებს წარმოადგენდნენ) გამოყენებით „შესრულებული“ „ქალაქების ომი“ 1980-88 წლების ერაყ-ირანის შეიარაღებული დაპირისპირების პერიოდში გაიმართა.
ისრაელ-პალესტინის მუდმივი შეიარაღებული დაპირისპირებები და განსაკუთრებით ეს ბოლო ომიც,თავიდან სწორედ ისრაელის ქალაქებზე „ჰამასის“ მიერ გაშვებული რაკეტებითაც დაიწყო,მაგრამ ეხლა უკვე მხოლოდ ისრაელი ბომბავს და მიწასთან ასწორებს ღაზას სექტორის დასახლებულ პუნქტებს.
და ყველა ამ „ქალაქების ომებთან“ მიმართებაში, რუსეთ-უკრაინის ომი მაინც გამორჩეულია...
გამორჩეულია ძირითად იმიტომ,რომ უკრაინის ქალაქებს თითქმის ორი წელია გამუდმებით ბომბავს აგრესორი რუსეთი,მაშინ როდესაც უკრაინელების საპასუხო ქმედები რუსული ქალაქების წინააღმდეგ მხოლოდ რამდენიმე კამიკაძე-დრონის „სტუმრობით “თუ შემოიფარგლებოდა,რაც უფრო პროპაგანდისტულ დატვირთვას ატარებდა,ვიდრე რაიმე დიდ ზიანს აყენებდა რუსულ ქალაქებს...
მაგრამ,2023 წლის 29 დეკემბერს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა,როდესაც რუსეთმა ამ ომში ყველაზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები განახორციელა უკრაინის ათამდე ქალაქზე,როდესაც სამიზნეებად არჩეული გახლდათ სწორედ სამოქალაქო ობიექტები...

შესაბამისად,უკრაინელებსაც ამოუვიდათ ყელში და მათაც შურისძიების მიზნით უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან 30-კმ-ით დაშორებული რუსული ბელგოროდისკენ „გრადის“ უმართავი რაკეტების(საბჭოთადროინდელი „გრადის“ რაკეტა 21 კმ-მდე მიფრინავს,მოდერნიზებული „გრადის“ რაკეტის მოქმედების რადიუსი 40 კმ-მდეა გაზრდილი-ეს ინფორმაცია წინასწარ მათთვის, ვინც შემომედავება-„გრადი“ 30 კმ-ზე ვერ მიფრინავსო...) ზალპი განახორციელეს...
ფაქტობრივად, აგრესორმა რუსეთმა თავდაცვაში მყოფი უკრაინა ნაწილობრივ ჩაითრია „ქალაქების ომში“,რაც საერთო ჯამში „ბინძურ ომს“ წარმოადგენს,რადგან სამიზნეებად ფრონტის ხაზის სიღრმეში მდებარე ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობა ხდება...
და ერთიც-რუსეთი,როდესაც ბომბავს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს,ცინიკურად აცხადებს-მე სამხედრო ობიექტს ვუმიზნებდი,მაგრამ არაპროფესიონალმა უკრაინელმა მეზენიტეებმა ჩემი რაკეტა ისე ჩამოაგდეს,რომ საცხოვრებელ სახლს დაეცა,ასე,რომ ისევ თქვენი ბრალიაო...
ბელგოროდის დაბომბვის შემდეგ უკრაინული მხარის კომენტარიც არანაკლები საპასუხო ცინიზმით გამოირჩეოდა-რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ისე არაპროფესიონალლურად იმოქმედა,რომ ყველა უკრაინული რაკეტა მაინცდამაინც ბელგოროდის ცენტრში „დაამიწაო“...