"საინტერესო წელი იყო ჩემთვის 2023, დავშორდი 10 წლის მერე ტარიელ სუარს" - როგორ აჯამებს ია ფარულავა წელს?
მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა 2023 წელს აჯამებს:
"საინტერესო წელი იყო ჩემთვის 2023, რთული და ამავდროულად გამოწვევებით სავსე . დავშორდი 10 წლის მერე ტარიელ სუარს, თუმცა კარგ მეგობრებად დავრჩით . ახალი გამოწვევაც მივიღე სამსახურში ( ასევ ვეძახი ტელევიზიას ) სულ სხვა ფორმატი და სტილი, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებელში . მიუხედევად იმისა, რომ ჩემი "ინსტაგრამსთორები" თითქმის სულ ერთნაერია, ჩემი "ფოლოვერები" მაინც მიყურებენ დიდი ინტერესით . დავიწყე ანტიეჯ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით ჩაბმა და ყველაფერში ჩემი პატარა მფარველი ლეო გზას მიკვლევს . დიდი მადლობა ღმერთს რომ ყველა ჩემი ახლობელი და მეგობარი ნათესავი ჯანმრთელად მყავს !ბედნიერი ჯანმრთელი და წარამტებული ახალი წელი ყველას!!!!იხარეთ და იბედნიერეთ !!! მრავალჟამიერ !!!- წერს ია ფარულავა.