"დრაკონს" უყვარს წითელი ფერი - კვირის პალიტრა

"დრაკონს" უყვარს წითელი ფერი

2024 წელს რა ფერებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და რას გვირჩევენ დიზაინერები თუ მოდის ექსპერტები, ამაზე მოდის ექსპერტი დალი ჩიტა­ლაძე გვესაუბრება.

- მიუხედავად იმისა, რომ მოდის მწვანე ხის დრაკონის წელიწადი და ძალიან აქტუალურია მწვანე, ლურჯი და ხისფერი, ყველაზე ტრენდული ფერი მაინც იქნება წითელი და წითლის გრადაციები, დაწყებული მუქით, დამთავრებული ღია ფერით. წითლის გარდა, წელს აქტუალურია მეტალისფერი, ასევე ერთი ფერის გრადაციაში ჩაცმა. რაც მთავარია, წელს შარვლის წელი ლიბერალურია, გნებავთ მაღალწელიანი­ ჩაიცვით, გნებავთ - დაბალწელიანი. ისევ აქტუალურია ტანზე მომდგარი სვიტერი, კაბა და ოვერსაიზი ქურთუკები.

01sharvali-1704042100.jpg

ფეხსაცმლის ცხვირს რაც შეეხება, ტრენდულია ოთხკუთხედიც და წვეტიანიც. ყოველთვის ეცადეთ ახალი შტრიხებით სცადოთ ჩაცმულობის გაახლება და თქვენი ტრენდული კაბა სხვა ფეხსაცმელსა და აქსესუარზე სულ სხვანაირი გამოჩნდება.

- ჩანთებზე რას გვეტყვით?

- აქტუალური იქნება ორი ჩანთა - დიდი და მასში მოთავსებული შედარებით პატარა. ასევე მოდური იქნება თავსაბურავები, ბერეტები - ეს უკვე კლასიკაა.

თუ გაცვიათ სადა, ტანზე გამოყვანილი შავი კაბა, მაშინ გაიკეთეთ დიდი საყურეები, რაც ძალიან ეფექტური იქნება.

უნდა ვიცოდეთ, რა წამოვწიოთ წინ ჩაცმულობაში და რა "დავაძინოთ"...

- რა დავაძინოთ წელს გარდერობში?

- ე.წ. ფარანი სახელოები, თუმცა დიდი მხრები,­ სამხრეები წელს კვლავ მოდური იქნება.