"ახალ წელს გილოცავთ ადგილიდან, რომელიც დღეს არის ყველაზე ჩამქრალი, აქ უნდა ენთოს ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე, რამეთუ ენგურის ხიდი აერთიანებს აფხაზეთსა და საქართველოს" - კვირის პალიტრა

"ახალ წელს გილოცავთ ადგილიდან, რომელიც დღეს არის ყველაზე ჩამქრალი, აქ უნდა ენთოს ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე, რამეთუ ენგურის ხიდი აერთიანებს აფხაზეთსა და საქართველოს"

ახალ წელს გი­ლო­ცავთ იმ ად­გი­ლი­დან, რო­მე­ლიც დღეს არის ყვე­ლა­ზე ჩამ­ქრა­ლი, აქ უნდა ენ­თოს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი და ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ნაძ­ვის ხე, რო­მელ­საც უნდა უყუ­რებ­დნენ ხი­დის ორი­ვე მხრი­დან, რა­მე­თუ ეს ხიდი არის ის, რაც აერ­თი­ა­ნებს აფხა­ზეთ­სა და დღე­ვან­დელ სტა­ტუს მი­ცე­მულ სა­ქარ­თვე­ლოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ა­ხალ­წლო მი­ლოც­ვი­სას გა­ნა­ცხა­და

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ახა­ლი წელი მო­სახ­ლე­ო­ბას ორ ად­გი­ლი­დან - ენ­გუ­რის ხიდ­ზე და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ჩა­წე­რი­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვით მი­უ­ლო­ცა და ერ­თი­ა­ნო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­ხალ­წლო მი­ლოც­ვა­ში ისა­უბ­რა 2023 წლის მიღ­წე­ვა­ზე - ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე, ასე­ვე, „სიძ­ნე­ლე­ე­ბი­სა და მტკივ­ნე­უ­ლი მო­მენ­ტე­ბის“ შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გა­სულ წელს იყო და აღ­ნიშ­ნა, რომ „ჩვენ არ გვა­ვი­წყდე­ბა“.

პრე­ზი­დენ­ტმა მო­ქა­ლა­ქე­ებს ჯან­მრთე­ლო­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა.

„გი­ლო­ცავთ ახალ წელს, 2024 წელს. გი­ლო­ცავთ იმ ად­გი­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც დღეს არის ყვე­ლა­ზე ჩამ­ქრა­ლი. აქ არ­ცერ­თი დიდი ნაძ­ვის ხე არ ან­თია და აქ უნდა ენ­თოს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი და ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ნაძ­ვის ხე, რო­მელ­საც უნდა უყუ­რებ­დნენ ამ ხი­დის ორი­ვე მხრი­დან. რა­მე­თუ ეს ხიდი არის ის, რაც გვა­ერ­თი­ა­ნებს, რაც აერ­თი­ა­ნებს აფხა­ზეთ­სა და დღე­ვან­დელ სტა­ტუს მი­ცე­მულ სა­ქარ­თვე­ლოს.გი­ლო­ცავთ იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც დგას ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი და ყვე­ლა­ზე გა­ნა­თე­ბუ­ლი ნაძ­ვის ხე. გი­ლო­ცავთ ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლი­დან, პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლი­დან, რო­მე­ლიც დგას, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლო და რო­გორც, რაც კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვე­ნი, ყვე­ლას ერ­თი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლო - აფხა­ზე­ბის, ცხინ­ვა­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბის, ჩვე­ნი დი­ას­პო­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის. ეს არის ის ად­გი­ლი, სა­დაც ყვე­ლა­სი, თქვე­ნი სახ­ლია, თქვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოა.ჩვენ როცა ვამ­ბობთ: „ერ­თი­ა­ნო­ბა“, ეს არის ის, რაც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი გაგ­ვაჩ­ნია. მინ­და, რომ სწო­რედ ამ ერ­თი­ა­ნო­ბით მო­გი­ლო­ცოთ ის, რაც ყვე­ლას მიღ­წე­ვაა ამ წელს - სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა, ევ­რო­პის გზის ნამ­დვი­ლი გახ­სნა.ამით ჩვენ არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ, რა სიძ­ნე­ლე­ე­ბი, რა მტკივ­ნე­უ­ლი მო­მენ­ტე­ბი იყო 2023 წელს. არ გვა­ვი­წყდე­ბა არც რა­ჭა­ში შო­ვის ტრა­გე­დია, არც გუ­რი­ის ტრა­გე­დია, არც ყო­ველ­დღი­უ­რი ტრა­გე­დია, რა­შიც ცხოვ­რო­ბენ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის ყო­ველ­წუ­თი­ერ ზე­წო­ლის ქვეშ. ჩვენ არ გვა­ვი­წყდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ამით ვცხოვ­რობთ, რომ ეს არ გან­მე­ორ­დეს.არც ის არ გვა­ვი­წყდე­ბა, რომ ეს წელი იყო 8 მარ­ტის წელი, ასე­ვე, ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბის. ეს იყო 8 ნო­ემ­ბრის წელი, ერ­თი­ა­ნი გა­მარ­ჯვე­ბის. ამ­დე­ნად ამ წელს ვას­რუ­ლებთ დიდი იმე­დით, რომ 2024 წელი იქ­ნე­ბა კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი, იქ­ნე­ბა, ასე­ვე, ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბის წელი, სა­დაც ჩვენ მივ­ხვდე­ბით იმას, რომ სხვა­დას­ხვა აზ­რე­ბის ჭი­დი­ლი არ ნიშ­ნავს ერ­თმა­ნეთ­თან ბრძო­ლას. ეს არის რაც უნდა ვის­წავ­ლოთ ამ სა­არ­ჩევ­ნო წე­ლი­წად­ში, რო­მე­ლიც ახლა იწყე­ბა, რომ ჩვენ შევ­ძლოთ ერ­თი­ა­ნო­ბა მა­ინც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­საც გა­ვა­მარ­ჯვე­ბი­ნოთ. მე ამას გი­სურ­ვებთ და ვიქ­ნე­ბი ამის სა­და­რა­ჯო­ზე თქვენ­თან ერ­თად.გი­სურ­ვებთ თქვენს ოჯა­ხებ­თან ერ­თად ჯან­მრთე­ლო­ბას პირ­ველ რიგ­ში, ბედ­ნი­ე­რე­ბას და ყვე­ლა­ნა­ირ წარ­მა­ტე­ბას თქვენ­თვის და ქვეყ­ნის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.