პრეზიდენტის, პრემიერის და სხვათა საახალწლო, ოჯახური ფოტოები - "ჩემი ოჯახის სახელით სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ წელს"
ახალი 2024 წლის შემობრძანებას ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტოების გამოქვეყნებით ულოცავს საზოგადოებას.
"გილოცავთ 2024 წლის მობრძანებას თქვენს ოჯახში!" - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც შვილიშვილის ვიდეოს და შვილებთან და შვილიშვილთან გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.
"გილოცავთ ახალ 2024 წელს!" - წერს "ფეისბუქში" პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ტრადიციულად მეუღლესთან და შვილებთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. გააგრძელეთ კითხვა