"ბევრი გამოწვევა იყო, რასაც ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების მხარდაჭერით და სიყვარულით გავუმკლავდი" - ხვიჩა კვარაცხელია გასულ წელს აჯამებს (ფოტოები) - კვირის პალიტრა

"ბევრი გამოწვევა იყო, რასაც ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების მხარდაჭერით და სიყვარულით გავუმკლავდი" - ხვიჩა კვარაცხელია გასულ წელს აჯამებს (ფოტოები)

გა­სუ­ლი 2023 წელი გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თვის. ხვი­ჩა გა­სულ წელს ოქ­როს ბურ­თის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ვი­ხი­ლეთ. "კვა­რამ" ოქ­როს ბურ­თის ნო­მი­ნან­ტთა შო­რის მე-17 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და უკან ჩა­მო­ი­ტო­ვა ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ჯუდ ბე­ლინ­გე­მი, ჰარი კე­ი­ნი და ლა­უ­ტა­რო მარ­ტი­ნე­სი.

გარ­და ამი­სა, 2022-2023 წლე­ბის სე­ზო­ნის სე­რია ა-ს სა­უ­კე­თე­სო გო­ლად ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მიერ "ატა­ლან­ტას" კარ­ში გა­ტა­ნი­ლი გოლი და­ა­სა­ხე­ლეს. ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა The Guardian კი 2023 წლის ტოპ 100 ფეხ­ბურ­თელ­თა შო­რის ხვი­ჩას მე-12 ად­გი­ლას ასა­ხე­ლებს.

მის ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ ერთი კარ­გი სი­ახ­ლე მოხ­და, და­ო­ჯახ­და. მისი რჩე­უ­ლი ნიცა თა­ვა­ძეა. ფეხ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი გა­სულ წელს ასე აჯა­მებს:

"დიდი მად­ლო­ბა 2023 წელს სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, სი­ხა­რუ­ლის­თვის, მიღ­წე­ვე­ბი­სა და გა­მარ­ჯვე­ბე­ბის­თვის. ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო, რა­საც ჩემს ირ­გვლივ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რით და სიყ­ვა­რუ­ლით გა­ვუმკლავ­დი. მად­ლო­ბა უფალს ყვე­ლაფ­რის­თვის. დაე, 2024 წელს მო­ე­ტა­ნოს თქვენ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა, სი­ხა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი, კე­თილ­დღე­ო­ბა და ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა!" - წერს ინ­სტაგ­რამ­ზე და გა­სუ­ლი წლის მის­თვის ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს. იხილეთ ლინკზე