თეონა თავართქილაძე და რეზი არველაძე შვილიშვილს ელოდებიან - რა ფოტოს აქვეყნებს ვატო არველაძე? - კვირის პალიტრა

თეონა თავართქილაძე და რეზი არველაძე შვილიშვილს ელოდებიან - რა ფოტოს აქვეყნებს ვატო არველაძე?

თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძე მალე ბე­ბია გახ­დე­ბა. რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ვაჟი, ვატო არ­ვე­ლა­ძე და მა­კუ­ნა ზე­და­ში­ძე პირ­ველ სა­ერ­თო შვილს ელო­დე­ბი­ან. რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ, ვა­ტომ საყ­ვა­რელ ქალს ორი წლის წინ ხელი სა­ჯა­როდ სთხო­ვა. ამ მოვ­ლე­ნის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი მა­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძის რძა­ლი პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გია. ვატო კი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი შვი­ლია, რო­მელ­მაც თა­ვა­დაც პრო­ფე­სი­ად ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა აირ­ჩია.

2020 წლის აგ­ვის­ტო­ში ვატო სა­ცხოვ­რებ­ლად თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და და ორ­წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი კლუბ "ფა­თიჰ კა­რა­გი­უმ­რი­უ­კის­თან" გა­ა­ფორ­მა. თუმ­ცა 2323 წლის აგ­ვის­ტო­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ვატო სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და კა­რი­ე­რას „დი­ნა­მო თბი­ლის­ში“ გა­აგ­რძე­ლებს.

მა­კუ­ნა­სა და ვა­ტოს სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია წლე­ბის წინ სა­ინ­ტე­რე­სოდ და­ი­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვატო არ­ვე­ლა­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სნებ­და: "ეს მა­გა­რი ის­ტო­რი­აა. "ფე­ის­ბუქ­ზე" მო­მე­წო­ნა მისი ფო­ტო­ე­ბი, ვწერ­დი და ორი წელი არ მპა­სუ­ხობ­და, მე­უბ­ნე­ბო­და, პა­ტა­რა ხარო. რომ გა­ვი­ზარ­დე, თვი­თონ გა­მოჩ­ნდა და მომ­წე­რა... და გა­ვი­ფიქ­რე, ეს გოგო შარ­შია-მეთ­ქი....“ - ამ­ბობ­და ვატო.

ფოტოები იხილეთ ლინკზე