“2023 წელს ძლიერად დავეცი…. ზუსტად იმ პერიოდში, როცა ხალხის შიშით ოთახიდან გამოსვლა არ მსურდა, დამიკავშირდნენ და…” - რას წერს ნატალია ყიფშიძე? - კვირის პალიტრა

“2023 წელს ძლიერად დავეცი…. ზუსტად იმ პერიოდში, როცა ხალხის შიშით ოთახიდან გამოსვლა არ მსურდა, დამიკავშირდნენ და…” - რას წერს ნატალია ყიფშიძე?

მსა­ხი­ო­ბი ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძე სოციალურ ქსელში წლის შეჯამებას აკეთებს და საინტერესო პოსტს აქვეყნებს. რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, 2023 წელს ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, რის გა­მოც თე­რა­პი­ებ­ზეც მო­უ­წია სი­ა­რუ­ლი

ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძე:

- 2023 წელს პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში სა­კუ­თარ თავ­თან და­მა­ლუ­ლი სი­ტყვე­ბი გა­ვაჟ­ღე­რე. ძლი­ე­რად და­ვე­ცი და ჩემ თავს გა­ვუ­წო­დე ხელი. მიყ­ვარს ეს წელი რად­გან სირ­თუ­ლემ მა­პოვ­ნი­ნა ჰა­ე­როვ­ნე­ბის შეგ­რძნე­ბა. 2023-ში ჩემი მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი გაღ­ვივ­და და მე­გო­ნა რომ ვე­რას­დროს გა­მო­ვი­დო­დი ამ ღრმუ­ლი­დან. დე­პერ­სო­ნა­ლი­ზა­ცი­ამ და­მა­ვი­წყა სა­კუ­თა­რი თავი, სარ­კე­ში ვერ ვცნობ­დი ნა­ტა­ლი­ას.

ალ­ბათ აი ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი გვან­დო­მებს ადა­მი­ა­ნებს რომ სა­უ­კე­თე­სო ვერ­სი­ე­ბად გარ­და­ვი­სა­ხოთ. ყო­ვე­ლი ფოტო რო­მე­ლიც პოს­ტში მაქვს გა­და­ვი­ღე იმ მი­ზე­ზით რომ დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი ნა­ტა­ლი­ას არ­სე­ბო­ბა­ში როცა ვიმ­ყო­ფე­ბო­დი უამ­რა­ვი ხალ­ხის გა­რე­მოც­ვა­ში.სა­კუ­თარ თავს ვა­რი­დებ­დი კომ­ფორ­ტის ზო­ნა­ში ყოფ­ნას და არ შე­მიძ­ლია აქ არ გა­და­ვუ­ხა­დო ასე­ვე ცვა­ლე­ბა­დი ნიშ­ნე­ბის გუნდს დიდი მად­ლო­ბა!

ზუს­ტად ამ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ხალ­ხის ში­შით ოთა­ხი­დან გა­მოს­ვლა არ მსურ­და, და­მი­კავ­შირ­დნენ, მი­მიყ­ვა­ნეს კას­ტინგზე, და­მამ­ტკი­ცეს, და­ვი­წყეთ გა­და­ღე­ბე­ბი და თე­რა­პი­ის სე­ან­სი რომ არ გა­მეც­დი­ნა, ცალ­კე აუ­დი­ტო­რია და­მით­მეს. 2024-ში მინ­და ყვე­ლას გი­სურ­ვოთ სა­კუ­თარ თავ­თან მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბა, გარ­კვე­ვა იმა­ში თუ რა არის თქვენ­თვის ღი­რე­ბუ­ლი. მინ­და რომ არ გვე­ში­ნო­დეს და უფრო ღიად ვსა­უბ­რობ­დეთ მენ­ტა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ამან სხვა ადა­მი­ა­ნი და­ა­ფიქ­როს რომ ცვლი­ლე­ბა დღეს უნდა და­ი­წყოს.