"ყვე­ლა­ზე მძი­მე წელი იყო 2023 ჩემი და ჩემი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა­ში… სამ­წუ­ხა­როდ ის ვე­რა­სო­დეს დას­რულ­დე­ბა ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში…" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი? - კვირის პალიტრა

"ყვე­ლა­ზე მძი­მე წელი იყო 2023 ჩემი და ჩემი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა­ში… სამ­წუ­ხა­როდ ის ვე­რა­სო­დეს დას­რულ­დე­ბა ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში…" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი?

ცნო­ბი­ლი ექი­მი-ალერ­გო­ლო­გის­თვის ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის­თვის გა­სუ­ლი წელი საკ­მა­ოდ მძი­მე იყო, მან ძმა და­კარ­გა. 3 სექ­ტემ­ბერს, სა­ღა­მოს, ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, კინ­ჩხა­ში, ოკა­ცეს კა­ნი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. და­ი­ღუ­პა 35 წლის ავთო კუ­ლუმ­ბე­გო­ვი, რო­მე­ლიც ალერ­გო­ლოგ ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის ძმაა. ავთო კუ­ლუმ­ბე­გო­ვი კა­ნი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­გო­ბარ­თან და უცხო­ელ ტუ­რის­ტებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

კუ­ლუმ­ბე­გო­ვი მას შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თით­ქმის არ აქ­ტი­უ­რობს. ცოტა ხნის წინ მან პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა წერს:

"ყვე­ლა­ზე მძი­მე წელი იყო 2023 ჩემი და ჩემი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა­ში… სამ­წუ­ხა­როდ ის ვე­რა­სო­დეს დას­რულ­დე­ბა ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში… ვი­სურ­ვებ­დი ის წელი დარ­ჩეს ყვე­ლა­ზე ცუ­დად ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და 2024 წელი იყოს მცი­რე­დით უკე­თე­სი მა­ინც! ბედ­ნი­ერ 2024 წელს გი­სურ­ვებთ" - წერს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.