"ბევრი იმედი ილუზია აღმოჩნდა...მინდა ყველას ვუსურვო, ადამიანობის უნარი ჰქონოდეთ" - რას წერს ლიზა იასკო?
უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ ახალი წელი მიხეილ სააკაშვილის ხსენების გარეშე შეაჯამა. ქალი წერს, რომ ეს წელი მისთვის წინა წელზე რთული იყო. შეგახსენებთ, რა ურთიერთობა აქვთ ამჟამად იასკოსა და სააკაშვილს, უცნობია. ცოტა ხნის წინ, ექსპრეზიდენტი სანდრა რულოვსს ოფიციალურად დაშორდა, იქამდე კი სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომ სოფო ნიჟარაძეს დაუბრუნდა. მოგვიანებით პოსტი წაშალა.
ლიზა იასკო:
- მართალი გითხრათ, არ მაქვს ენერგია შეჯამებისა და გრძელი პოსტებისთვის. ბოლო წლებში ვწერდი იმაზე, რომ ყოველი წელი უფრო რთული იყო, ვიდრე წინა. ეს ძალიან მძიმეა. ბევრი იმედი ილუზია აღმოჩნდა ან არარეალობა.
მინდა ყველას ვუსურვო, ადამიანობის უნარი ჰქონოდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის შესანარჩუნებლად.
ვისურვებ უნარს, რათა მოვძებნოთ და ვიპოვოთ განსხვავებული, მაგრამ გვერდით აუცილებლად გვყავდნენ მორალურად კარგი და სანდო ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია გავუზიაროთ ცხოვრების სხვადასხვა პირადი, მეგობრული, პროფესიული მომენტები!
მე ვირჩევ ორ სურათს. ერთია მატარებელი... ჩვენი გზა, რითაც ვმგზავრობთ და ახლა „გადაფრენა“ შეუძლებელია. მეორე - მიხაილოვსკის მახლობლად ჩვენს პირველ შობას ერთად. ვისურვებდი, რომ ჩვენი გზა უფრო გრძელი იყოს, მაგრამ მივაღწიოთ იმ მოძრაობის მიზნებს, რაც ჩვენ დავსახეთ!
ცნობისთვის, 2023 წელს გაირკვა, რომ ლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ, ამაზე უკრაინული მედია წერდა. ივნისში აღმოჩნდა, რომ იასკოს სააკაშვილისგან გოგონა ჟასმინ სააკაშვილი ჰყავს. მალევე მიშამ დაწერა, რომ ის სოფო ნიჟარაძეს დაუბრუნდა, თუმცა მოგვიანებით სტატუსი წაშალა. ცოტა ხანში კი ექსპრეზიდენტი პირველ მეუღლე სანდრა რულოვსს ოფიციალურად დაშორდა.