(VIDEO) მოცეკვავე მარი ბაბეტა ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს: "ახლაც არ მჯერა, რომ ის ცივი სხეული შენია"
თბილისში ცნობილი მოცეკვავე, მარი ბაბეტა გარდაცვლილი იპოვეს - შემთხვევის ადგილიდან საზარელი კადრები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.
ვიდეო: "TV პირველი"
მარი ბაბეტას მეგობარი Gema Khagush მის გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
"გუშინ ღამე სანაპოროს მხრიდან შარდენზე ასასვლელ კიბეებთან ტრასაზე მოხდა ავარია, მე რომ მანდ ვიყავი, ვნახე ცხედარი შავ პარკში ჩადებული იდო მიწაზე, ახლაც არ მჯერა, რომ ის ცივი სხეული შენია.
პირველმა დავდე გუშინ პოსტი, მაგრამ დღეს კიდევ იმედი მქონდა, რომ იქნებ შეცდომა იყო, იქნებ არ მქონდა ზუსტი ინფორმაცია".
