მატილდა გვარლიანი "შანელმა" ბესტსელერი სუნამოს ახალ რეკლამაში გადაიღო
ქართველი მოდელის, მატილდა გვარლიანისა და ფრანგული მოდის სახლის, CHANEL-ის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. "შანელმა" ბესტსელერი სუნამოს, CHANCE-ის ახალი რეკლამა წარადგინა, რომლისთვისაც 4 ახალგაზრდა მოდელი შეარჩია. შერჩეულ მოდელებს შორისაა მატილდა გვარლიანიც, რომელიც 2022 წელს პარიზის მოდის კვირეულზე CHANEL-ის შოუზეც გამოვიდა.