როგორ ულოცავს ხვიჩა კვარაცხელია პატრიარქს დაბადების დღეს?
დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 91 წელი შეუსრულდა.
პატრიარქს დაბადების დღეს ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ინსტაგრამის გვერდზე ულოცავს და ფოტოს აქვეყნებს:
"მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ვულოცავ დაბადების დღეს, ვუსურვებ დღეგრძელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს" - წერს ფეხბურთელი ინსტაგრამის გვერდზე.
