შეგვიძლია თუ არა წინასწარ გავიგოთ, თუ როდის გარდავიცვლებით?! - არანაირი მისტიკა და ფანტასტიკა
წარმოიდგინეთ კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც საკმაოდ ზუსტად შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ხასიათის ამოცნობა (მაგალითად, ის ინტრავერტია თუ ექსტრავერტი) და მისი გარდაცვალების სავარაუდო თარიღის პროგნოზირებაც - მხოლოდ მის ბიოგრაფიაში არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ამას აკეთებს საიტი life2vec, რომელიც დეკემბერში დანიაში შეიქმნა. მისი დამფუძნებლები ხაზს უსვამენ: არანაირი მისტიკა და ფანტასტიკა. გათვლების სიზუსტეს უზრუნველყოფს დანიის 6 მილიონი მაცხოვრებლის მონაცემები, მათ შორის - სამედიცინო მასალები, რომელსაც კომპიუტერი აანალიზებს, მოკლედ, ყველაფერი ის, რაც დანიის სტატისტიკის ეროვნულ სამმართველოში ინახება.
როგორც დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი სიუნე ლემანი განმარტავს, თითოეული ადამიანის ცხოვრების ისტორია უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც მოვლენათა ჯაჭვი. ნეიროქსელი Al აკვირდება მილიონობით მსგავს პროცესს, ამჩნევს მოვლენების გამეორების კანონზომიერებას, განსაზღვრავს ცვლილებების მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომელთა შორისაა სამი ძირითადი: განათლების დონე, შემოსავლის დონე და ქრონიკული დაავადებები.
ამ ინფორმაციას ნეიროქსელი იყენებს ამა თუ იმ სავარაუდო სცენარის პროგნოზირებისთვის, მათ შორის, აფასებს სიკვდილის ალბათობას შესაბამისი მიზეზებით და ამა თუ იმ ასაკში.
„ბიბისის“ ცნობით, ის ადამიანები, რომელთაც პროგრამამ სიკვდილი „უწინასწარმეტყველა“. მართლად გარდაიცვალნენ. დაბალი ალბათობის ზონაში არიან ისეთი მიზეზები, როგორიც, მაგალითად, ავტოავარიაა, რადგან მათი წინასწარმეტყველება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
დანიელი მეცნიერები აცხადებენ, რომ კვლევები ჩატარდა უნიკალური კულტურის მქონე ქვეყანაში, სადაც თავისი უნიკალური კულტურა, სოციალური ნორმები და კანონები აქვთ. შესაბამისად, ამ მოდელის სხვა ქვეყანაზე გავრცელებას აზრი არ აქვს.