“შარშან რომ ვიყიდე ფოიერვერკი, დავისახიჩრე სიკვდილამდე თავი“ - რას წერს გურამ ბაღდოშვილი პიროტექნიკაზე, რომლითაც წინა წელს მძიმედ დაშავდა
“რამდენად არ მქონდა შარშან, ახალ წელს რომ ვიყიდე ფოიერვერკი, დავისახიჩრე სიკვდილამდე თავი და რამდენად იგნორანტი ვიყავი, გარემოს რომ აზიანებს და ცხოველებს რას უშვრება ეს ლამაზი და ბოროტი ქმნილება“ - ამის შესახებ შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი სოციალურ ქსელში წერს და ძაღლის ვიდეოს აზიარებს, რომელიც პიროტექნიკის ხმამ ახალ წელს ძალიან შეაშინა.
შეგახსენებთ, რომ ბაღდოშვილი 2023 წელს შეძენილი ფოიერვერკით მძიმედ დაშავდა. მას მტევანზე ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.
“საკუთარი შეცდომის გაზიარებაა და არა ჩემი ხელის ტკივილის
პირველად და უკანასკნელად შევიძინე
ერთ პალატაში 3 კაცი, სამივეს პიროტექნიკა აგვიფეთქდა.
ეს ის მომენტია, რომელზეც არასდროს მიფიქრია, ახლა კი დავფიქრდი და გვიანი არაა, რომ ვებრძოლოთ ერთად
არ იყიდო, საახალწლო ბრჭყვიალა სიკვდილია. აუკრძალეთ და გააფრთხილეთ თქვენ ირგვლივ ყველას“ - წერდა შეფ-მზარეული 2023 წელს.