რუსები უკრაინის დაბომბვას აგრძელებენ - არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

რუსები უკრაინის დაბომბვას აგრძელებენ - არის მსხვერპლი

რუსებმა კიროვოგრადის ოლქი დაბომბეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას კიროვოგრადის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი რაიკოვიჩი ავრცელებს.

„კროპივნიცკში ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები და ერთი ადამიანი დაიღუპა“, - განაცხადა ანდრეი რაიკოვიჩმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კროპივნიცკში აფეთქებების ხმა დაახლოებით 10:00 საათზე ისმოდა.

"ინტერპრესნიუსი"