"ბევრი გისაყვედურე, უბრძოლველად რატომ წახვედი და დამტოვე" - ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა, რას წერს მსახიობის მეუღლე? - კვირის პალიტრა

"ბევრი გისაყვედურე, უბრძოლველად რატომ წახვედი და დამტოვე" - ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა, რას წერს მსახიობის მეუღლე?

5 იან­ვარს, მსახიობ ნიკა ქა­ცა­რი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ორი წელი გა­ვი­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­ლდათ. 43 წლის ნი­კას, მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. მსა­ხი­ო­ბის მე­უღ­ლე ნინო ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქვეყნებს:

"ასე შევხვდით ორი წლის შემდეგ პირველ იანვარს, მე აქ შენ იქ...

ბევრი გისაყვედურე, უბრძოლველად რატომ წახვედი და დამტოვე თქო. ისევ უხმოდ, გულში ჩავიკალი ჩემი ტკივილი, ზეცას ავხედე, ვიცოდი, რომ იქვე ახლოს იყავი ჩემთან და ჩემი ფიქრები გესმოდა. შვილების მფარველობა და მათი ჯანმრთელობა გთხოვე.

ახლა კი ისევ 5 იანვარი თენდება, ტკივილით სავსე დღე, ნეტა ეს დღე არ ყოფილიყო. მომენატრე" - წერს ნინო ბერიძე.

მსახიობი ნიკა ქაცარიძე 5 იანვრის დილას, 43 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი 2005 წლიდან მუშაობდა რუსთაველის თეატრში, სადაც ბევრი საინტერესო სახე განასახიერა და თავისი როლებით, მაყურებელს სატელევიზიო სერიალებიდანაც დაამახსოვრა თავი...