უკრაინელებმა ბელგოროდს კიდევ ერთხელ დაარტყეს - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა ბელგოროდს კიდევ ერთხელ დაარტყეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან გაშვებული 10 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის რაკეტების გამოყენებით“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ოლქის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამასთან, მაღალსართულიან კორპუსთან ჭურვის აფეთქების გამო რამდენიმე ბინის მინა ჩაიმსხვრა და 30-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა.

"ინტერპრესნიუსი"