ზურა ბერიკაშვილის მეგობრები საგანგებო მიმართვას ავრცელებენ - კვირის პალიტრა

ზურა ბერიკაშვილის მეგობრები საგანგებო მიმართვას ავრცელებენ

სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალების შესახებ, რასაც მსახიობის მეგობრები და ახლობლები ემხაურებიან.

“მეგობრებო, კოლეგებოო, ნუ გაავრცელებთ მცდარ ინფორმაციას გთხოოვთ, ზურა ბერიკაშვილი ცოცხალია და ყველაფერი იქნება კარგად!“ - წერს თამუნა მეფარიშვილი.

“გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი! ზურიკო ცოცხალია, უკეთესად არის ჩვენ ვაგრძელებთ მისი ჯანმრთელობისთვის ბრძოლას. ძალიან გთხოვთ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებთ. მადლობა“ -წერს ზურა ბერიკაშვილის “ფეისბუქის“ გვერდზე ანო მაისურაძე.

როგორც მსახიობის ოჯახის წევრები ადასტურებენ, ბერიკაშვილი სტაბილურად არის.