"პირველ და მეორე დღეს ძვლებში მამტვრევდა, მიჭირდა ფეხზე წამოდგომა..." - რას წერს ბექა ყორშია? - კვირის პალიტრა

"პირველ და მეორე დღეს ძვლებში მამტვრევდა, მიჭირდა ფეხზე წამოდგომა..." - რას წერს ბექა ყორშია?

ქვე­ყა­ნა­ში ცირ­კუ­ლი­რებს გრი­პის ვირუ­სი, რო­მე­ლიც გა­დამ­დე­ბია. იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, თსსუ-ის პრო­ფე­სო­რის, ივანე ჩხა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის ვირუ­სის სტა­ტის­ტი­კა აღ­მა­ვალ მრუდ­ზეა“.

რო­გორც ჩხა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, 2023 წლის 49-ე კა­ლენ­და­რულ კვი­რას გრი­პის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი 16% იყო, 2 კვი­რის შემ­დეგ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 27% გახ­და.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო 2 კვი­რა­ში გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

"ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს 38 გრა­დუ­სი და მეტი, ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი, სახ­სრე­ბის და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, სა­ერ­თო სი­სუს­ტე მი­უ­თი­თებს გრი­პის ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა­ზე. ბავ­შვებ­ში ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა მო­მა­ტე­ბუ­ლი ძი­ლი­ა­ნო­ბა, საკ­ვებ­ზე უა­რის თქმა, ჭირ­ვე­უ­ლო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გრი­პის ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რე ასა­კის ბავ­შვებ­ში ეს შემ­თხვე­ვა უნდა იყოს ექი­მის მიერ მარ­თუ­ლი“,- აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

სოცქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი წერს, რომ ვირუ­სი მათ­თან საკ­მა­ოდ მძი­მე ფორ­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათ შო­რის არის ჟურ­ნა­ლის­ტი ბექა ყორ­შია. ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ხალ­ხო, ძა­ლი­ან გთხოვთ, წა­ი­კი­თხეთ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რა­საც აქ დავ­წერ. რო­გორც ბევრ თქვენ­განს, მეც შე­მე­ყა­რა ეს ვირუ­სი. პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან ფეხ­ზე ვერ ვდგა­ვარ. სი­ცხე ახ­ლაც მაქვს (37.9), მაგ­რამ პირ­ველ და მე­ო­რე დღეს ძვლებ­ში მამ­ტვრევ­და, მი­ჭირ­და ორი­ენ­ტი­რე­ბა, აზ­რე­ბის თავ­მოყ­რა, ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა და გავ­ლა. ჩემ­გან გა­და­ე­დო Nini-ს, რო­მე­ლიც ჩემ­ზე ბევ­რად ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და. ფე­ხის ფრჩხი­ლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი თმის ღე­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ტკი­ო­და.

თვა­ლებს ვერ ახელ­და სპაზ­მის­გან. რა­ღაც­ნა­ი­რად მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის მიგ­ვე­ხე­და. ხან ერთს და­უ­წევ­და სი­ცხე, ხან მე­ო­რეს და ასე ვმო­ნაც­ვლე­ობ­დით, რომ ერთი-მე­ო­რეს წამ­ლე­ბი­სა და სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბა­ში დავ­ხმა­რე­ბო­დით.

ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი რამ არ მახ­სოვს. ორ­ჯერ მქონ­და კო­ვი­დი, მაგ­რამ რა შე­და­რე­ბაა. ამ ვირუს­მა მომ­კლა და ცხოვ­რე­ბა შე­მა­ძუ­ლა. გთხოვთ, თუ ვინ­მეს ბოლო ხა­ნებ­ში სი­ცხე­ე­ბი გაქვთ, მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა და თქვე­ნით გა­დაჭ­რით ნუ და­ას­კვნით, რომ ეს უბ­რა­ლოდ, გრი­პია. გა­ი­კე­თეთ პირ­ბა­დე. ჩვენ ნელ-ნელა გა­მოვ­დი­ვართ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ალ­ბათ, ხვალ-ზეგ უკვე კარ­გად ვიქ­ნე­ბით" - წერს ყორ­შია.