"დაახლოებით 30 ადამიანი დაგვესხა თავს... ერთ-ერთმა ორჯერ სცადა, რომ დანა ჩაერტყა" - რას წერს გიორგი ნაზღაიძე? - კვირის პალიტრა

"დაახლოებით 30 ადამიანი დაგვესხა თავს... ერთ-ერთმა ორჯერ სცადა, რომ დანა ჩაერტყა" - რას წერს გიორგი ნაზღაიძე?

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. მისი თქმით, ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის ავ­ტო­სად­გომ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 30 ადა­მი­ა­ნი და­ეს­ხა თავს.

"რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, ჩემს ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი გა­დამ­ხდა. ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის ავ­ტო­სად­გომ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 30 ადა­მი­ა­ნი თავს დაგ­ვეს­ხა, თავი ასეთ საფრ­თხე­ში არა­სო­დეს მიგ­რძვნია, არა­ნა­ირ­მა და­ლა­პა­რა­კე­ბამ არ გაჭ­რა, ერთ-ერ­თმა თავ­დამ­სხმელ­მა სცა­და ორ­ჯერ და­ერ­ტყა ჩემ­თვის დანა, რო­მე­ლიც სას­წა­უ­ლებ­რი­ვად ავი­ცი­ლე, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით ამ დაჯ­გუ­ფე­ბას გავ­ცი­ლე­ბო­დით და თავი გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა, გა­ვი­ქე­ცით, ისი­ნი მოგ­ვსდევ­დნენ და ქუ­ჩის სკა­მებს გვეს­როდ­ნენ.

ხალ­ხს ვთხოვ­დით დახ­მა­რე­ბას და არა­ვინ არ დაგ­ვეხ­მა­რა, მხო­ლოდ ერ­თმა გო­გო­ნამ გაგ­ვი­ჩე­რა ავ­ტო­მო­ბი­ლი და მას და­უ­ზი­ა­ნეს მან­ქა­ნა, და­უჭ­რეს სა­ბუ­რა­ვე­ბი. გააგრძელეთ კითხვა