რუისთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

რუისთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ რუ­ის­თან მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი შუა ხნის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა "მო­ზა­ი­კა" ავ­რცე­ლებს. მათი ცნო­ბით, ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო და მკურ­ნა­ლო­ბის კურსს ხა­შუ­რის “ევექ­სის” კლი­ნი­კა­ში გა­დი­ო­და.

სო­ფელ რუ­ის­თან გუ­შინ მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს სატ­ვირ­თო შე­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვისას მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღოლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, და­შავ­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი.

რო­გორც Ambebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.