ძმებივით იყვნენ, მამაჩემი ძალიან მძიმედ არის" - როგორ იხსენებს სანდრო სეფაშვილი ოჯახის ყველაზე დიდ მეგობარს? - კვირის პალიტრა

ძმებივით იყვნენ, მამაჩემი ძალიან მძიმედ არის" - როგორ იხსენებს სანდრო სეფაშვილი ოჯახის ყველაზე დიდ მეგობარს?

"დღეს მზის ჩას­ვლამ­დე უნდა და­ეკ­რძა­ლათ. ასე­თია წესი. აქე­დან ის­რა­ელ­ში ჩას­ვლა ვერ მო­ხერ­ხდა, იმის გამო, რომ ფრე­ნა არ არის და ვერც მო­ეს­წრე­ბო­და, მაგ­რამ შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, რო­გორც კი სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მა, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვალთ" - გვი­თხრა სან­დრო სე­ფაშ­ვილ­მა, მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის ვაჟ­მა, რო­მელ­მაც მომ­ღე­რალ კა­კუ­ლი გუ­რი­ე­ლაშ­ვი­ლის სა­ხით, მათი დიდი და სა­ერ­თო ოჯა­ხის ღირ­სე­უ­ლი წევ­რი და­კარ­გა.

ქარ­თვე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი გუ­შინ, 59 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ბა­ტო­ნი კა­კუ­ლი სიმ­სივ­ნეს დიდ­ხანს ებ­რძო­და, ბოლო თვე­ში კი ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და.

- მა­მა­ჩე­მი და კა­კუ­ლი ძმე­ბი­ვით იყ­ვნენ - დღემ­დე ოჯა­ხის წევ­რე­ბი­ვით ვართ. ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი ცალ-ცალ­კე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა - ერთი მთლი­ა­ნია... კა­კუ­ლი ადა­მი­ა­ნებ­ზე, მე­გობ­რებ­ზე და ორ ქვე­ყა­ნა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კაცი იყო... მა­მა­ჩე­მი ძა­ლი­ან მძი­მედ არის, ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, მგლო­ვი­ა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და არა მარ­ტო მე­რა­ბი, მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი ასე ვართ. ძა­ლი­ან დამ­წუხ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ... კი ვი­ცო­დით, რომ ეს დღე დად­გე­ბო­და, მძი­მე სენს ებ­რძო­და, მაგ­რამ მა­ინც ვერ გა­ვი­აზ­რეთ ბო­ლომ­დე, რაც მოხ­და... ახ­ლაც არ მჯე­რა, რომ მას­ზე წარ­სულ დრო­ში ვლა­პა­რა­კობ... და­ახ­ლო­ე­ბით 4 წლის წინ და­უ­დას­ტურ­და მძი­მე სენი. იცო­და ყვე­ლა­ფე­რი, არც ერთი წამი არ და­ნე­ბე­ბუ­ლა და ბო­ლომ­დე ვაჟ­კა­ცუ­რად იბ­რძო­და, სი­ცო­ცხლე­ზე უზო­მოდ იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ის­რა­ელ­ში ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, მაგ­რამ თვი­თონ მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და მძი­მე. ეს 4 წელი გა­აძ­ლე­ბი­ნეს და აცო­ცხლეს. მას იმე­დი ჰქონ­და, რომ დაძ­ლევ­და და მო­ე­რე­ო­და. მკურ­ნა­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სცე­ნა­ზეც იდგა და მღე­რო­და. საქ­მი­ა­ნო­ბა ერთი წუთი არ გა­უ­ჩე­რე­ბია. გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი­სა და იმ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, მა­ინც ახერ­ხებ­და სიმ­ღე­რას, ხალ­ხის გა­ხა­რე­ბას და მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ბას. სხვას არ აგ­რძნო­ბი­ნებ­და, რომ ცუ­დად იყო. მას სულ პო­ზი­ტი­უ­რად და კარგ ხა­სი­ათ­ზე ნა­ხავ­დი.

- რო­გორც გა­ვი­გეთ, ცოტა ხნის წინ, მე­რა­ბი სა­ნა­ხა­ვად ყო­ფი­ლა ჩა­სუ­ლი...

- კი, დე­კემ­ბერ­ში მე­რა­ბის სოლო კონ­ცერ­ტი რომ იყო, კა­კუ­ლიმ ვერ მო­ა­ხერ­ხა ჩა­მოს­ვლა, რად­გან მაგ პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დამ­ძიმ­და. მა­მა­ჩე­მი, თა­ვი­სი კონ­ცერ­ტის მერე, პირ­ვე­ლი­ვე რე­ი­სით წა­ვი­და... დამ­შვი­დო­ბე­ბა­სა­ვით გა­მო­ვი­და, მო­ი­ნა­ხუ­ლა და მო­ე­სიყ­ვა­რუ­ლა. უკვე ცუ­დად იყო, სა­უ­ბა­რიც უჭირ­და, მაგ­რამ გო­ნე­ბა არ და­უ­კარ­გავს. ბო­ლომ­დე გო­ნე­ბა­ზე იყო. გააგრძელეთ კითხვა