"სამების ტაძარს მე შევწირე დედა მატრონას ხატი, სადაც ასახულია ფრაგმენტი, როგორ დაიმდაბლა თავი იოსებ სტალინმა" - რას ამბობს დავით თარხან-მოურავი? (ვიდეო)
სოციალურ ქსელში სამების საკათედრო ტაძრიდან გავრცელდა კადრები, სადაც წმინდა მატრონას ხატზე სტალინის გამოსახულება ჩანს. საზოგადოების ნაწილის მხრიდან ამ საკითხს მწვავე პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა.
როგორც ირკვევა, ხატი ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა.
"ნეტარი მატრონა არის სახელგანთქმული წმინდანი, რომელმაც უამრავი სასწაული აასრულა და ახლაც უამრავ სასწაულს ახდენს.
მისი ხატები არის ათონის მთაზე, იერუსალიმში, საბერძნეთში, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
სამების საკათედრო ტაძარში, არის წმინდა მატრონას, დედა მატრონას დიდი ხატი, რომელიც ნამდვილად მე შევწირე. ამ ხატზე არის გამოსახული დედა მატრონას ცხოვრების ფრაგმენტები - ერთ-ერთი ფრაგმენტი, ეს არის ფრაგმენტი როდესაც იოსებ სტალინი მივიდა დედა მატრონასთან. ეს ფაქტი აღწერილი არის მატრონას ოფიციალური ბიოგრაფის მიერ, რომელიც თვითმხილველი იყო ამ მოვლენის. როდესაც ფაშიზმი მძლავრობდა და ფრონტზე იყო რთული ვითარება, იოსებ სტალინი, რომელიც ებრძოდა ეკლესიას, დევნიდა მართლმადიდებლობას, თავი დაიმდაბლა და მივიდა დედა მატრონასტთნ და დაინტერესდა ბრძოლის ბედით, ომის ბედით.
მატრონამ უთხრა, რომ ფაშიზმი დამარცხდება და მისცა რჩევა, ღვთისმშობლის ხატი გაეტანა. ეს ფაქტი აღწერილი არის მატრონას ბიოგრაფიის დოკუმენტებში" (გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო)