საქართველოში კუნძულები 2 მილიონად გაიყიდა - ამბავი, რომელიც ბევრმა თქვენთაგანმა არ იცოდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კუნძულები 2 მილიონად გაიყიდა - ამბავი, რომელიც ბევრმა თქვენთაგანმა არ იცოდა

ტყიბულის წყალსაცავზე კუნძულები, რომლის ჯამური ღირებულება 2 მლნ ლარი იყო, გაიყიდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათი განმარტებით, აუქციონი 28 დეკემბერს დასრულდა და გამარჯვებული 3 კომპანიაა, თუმცა მათი ვინაობა ამ ეტაპზე კონფიდენციალურია.

„დასრულდა აუქციონი და გაყიდულია სამივე კუნძული. დაფიქსირდა, რომ მყიდველი ჰყავს. საბოლოდ გაყიდულად მაინც მაშინ ჩაითვლება, როდესაც ყიდვის ხელშეკრულება გაფორმდება და თანხა იქნება გადახდილი. სამივე კუნძულს სხვადასხვა მეპატრონე ჰყავს.

რაც შეეხება სხვა დეტალებს და კომპანიების შესახებ ინფორმაციას, ვერსად ნახავთ, იმიტომ, რომ ეს კონფიდენციალურია, ჯერჯერობით, სანამ ქონების ეროვნულ სააგენტოში არ მოხდება ქონების დარეგისტრირება“,- განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ ტყიბულის ქონების მართვის სამსახურში.

განაგრძე კითხვა