ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის ისტორიაში - მაკრონმა მთავრობის ხელმძღვანელი დაასახელა - კვირის პალიტრა

ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის ისტორიაში - მაკრონმა მთავრობის ხელმძღვანელი დაასახელა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად გაბრიელ ატალი დაასახელა.

34 წლია ატალი, რომელიც ახლა განათლების მინისტრია, ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი იქნება საფრანგეთის ისტორიაში.

გაბრიელ ატალი პრემიერის პოსტზე ელისაბედ ბორნს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა. მისი გადადგომა საპენსიო სისტემის სადავო რეფორმებთან და საიმიგრაციო კანონებთან დაკავშირებით წარმოქმნილ პოლიტიკურ კრიზისს მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"