ეკვადორის ტელევიზიაში, პირდაპირი ეთერის დროს, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ - პრეზიდენტმა ქვეყანაში შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობა გამოაცხადა (ვიდეო)
ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში, ტელეკომპანია TC Televisión-ის სტუდიაში, პირდაპირი ეთერის დროს, შეიარაღებული პირების ჯგუფი შეიჭრა, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტმა "შიდა შეიარაღებული კონფლიქტის" მდგომარეობა გამოაცხადა.
პისტოლეტებით, თოფებით, ტყვიამფრქვევებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული პირები სტუდიაში საინფორმაციო გადაცემის დროს შეიჭრნენ, რამაც ტელევიზიის თანამშრომლებში პანიკა და შიში გამოიწვია.მოგვიანებით, პოლიციის სპეცრაზმმა ყველა შეიარაღებული პირი დააკავა.
პოლიციის მეთაურმა, სეზარ ზაპატამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა ამოიღეს იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომლებიც შეიარაღებულ პირებს თან ჰქონდათ და რომ 13 ადამიანი დააკავეს.
"ეს არის ქმედება, რომელიც ტერორისტულ აქტად უნდა ჩაითვალოს“, - აღნიშნა პოლიციის მეთაურმა.
ცნობისათვის, ეკვადორში, ციხეებში ძალადობის ახალი აფეთქების ფონზე, კრიმინალურმა ჯგუფებმა ტერორის ტალღა წამოიწყეს. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო