"ქალი მოწყალებას ელის კაცისგან, გახადოს ღირსი და სთხოვოს ხელი... საჯაროდ, მოულოდნელად ხელის თხოვნა ქალისათვის დამამცირებელია" - რას წერს რომან გოცირიძე - კვირის პალიტრა

"ქალი მოწყალებას ელის კაცისგან, გახადოს ღირსი და სთხოვოს ხელი... საჯაროდ, მოულოდნელად ხელის თხოვნა ქალისათვის დამამცირებელია" - რას წერს რომან გოცირიძე

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი რო­მან გო­ცი­რი­ძე კა­ცის მიერ ქა­ლის­თვის ხე­ლის თხოვ­ნის გავ­რცე­ლე­ბულ ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქვამს მო­საზ­რე­ბას და მი­იჩ­ნევს, რომ "ერთი შე­ხედ­ვით ლა­მა­ზი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ამ­ბა­ვი სი­ნამ­დვი­ლე­ში შე­ფა­რუ­ლად ქა­ლი­სად­მი კა­ცის უპი­რა­ტე­სო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია".

შე­სა­ბა­მის პოსტს გო­ცი­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს:"ქალი მო­წყა­ლე­ბას ელის კა­ცის­გან, გა­ხა­დოს ღირ­სი და სთხო­ვოს ხელი. მისი ამ სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლია, რომ წი­ნა­და­დე­ბის მი­ღე­ბი­სას ლა­მის შოკ­ში ვარ­დე­ბა.

რო­გორც იქნა და­ი­ნა­ხეს, რო­გორც იქნა და­ა­ფა­სეს, რო­გორც იქნა აღი­ა­რეს.სა­ჯა­როდ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხე­ლის თხოვ­ნის ფაქ­ტე­ბი, ასე რომ მო­ე­დო მთელ მსოფ­ლი­ო­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს, არის ქა­ლი­სათ­ვის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი.

ერთი შე­ხედ­ვით ლა­მა­ზი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ამ­ბა­ვი სი­ნამ­დვი­ლე­ში შე­ფა­რუ­ლად ქა­ლი­სად­მი კა­ცის უპი­რა­ტე­სო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ის არის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მთა­ვა­რი მიმ­ღე­ბი, ის არის ქა­ლის გა­მა­ბედ­ნი­ე­რე­ბე­ლი.

ისე, ერთხელ მა­ინც პი­რი­ქით რა­ტომ არ­სად მომ­ხდა­რა, ქალს რომ გა­მო­ე­ჩი­ნოს ინი­ცი­ა­ტი­ვა და კა­ცის­თვის მო­ე­წყოს “სი­ურპრი­ზი”?" - წერს რო­მან გო­ცი­რი­ძე.