"ანარქიაა და ყველა იმას აკეთებს, რაც სურს... ეს საშინელებაა" - "კვარა", მამუკა ჯუღელი და განრისხებული ოსიმენი - როგორ ეხმიანება იტალიური მედია და გულშემატკივარი სკანდალს - კვირის პალიტრა

"ანარქიაა და ყველა იმას აკეთებს, რაც სურს... ეს საშინელებაა" - "კვარა", მამუკა ჯუღელი და განრისხებული ოსიმენი - როგორ ეხმიანება იტალიური მედია და გულშემატკივარი სკანდალს

ტრი­უმ­ფის შემ­დეგ, იტა­ლი­ურ სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ნა­პო­ლი­ში" პრობ­ლე­მე­ბია. რო­გორც მე­დი­ა­ში არა­ერ­თხელ და­ი­წე­რა, პრობ­ლე­მე­ბია გა­სახ­დელ­ში, მწვრთნელ­თან და ა.შ. რაც აი­სა­ხე­ბა კლუ­ბის შე­დე­გებ­ზე. მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში "ნა­პო­ლი" სე­რია ა-ში ამ დრო­ის­თვის მე­ცხრე ად­გილს იკა­ვებს.

ამ ყვე­ლა­ფერს კი­დევ ერთი სკან­და­ლი და­ე­მა­ტა, რაც ამ­ჯე­რად კლუ­ბის ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას აგენტს, მა­მუ­კა ჯუ­ღელს და მის მიერ კვა­რა­ცხე­ლი­ას ნი­გე­რი­ე­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლის, ვიქ­ტორ ოსი­მე­ნის შე­სა­ხებ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ამ­ბა­ვი ასე­თია - მა­მუ­კა ჯუ­ღელ­მა პირ­ვე­ლი არ­ხის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა:"თქვენ გგო­ნი­ათ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ნე­ა­პოლ­ში ითა­მა­შებს ოსი­მე­ნი? მა­შინ მე წი­ნას­წარ გე­ტყვით, ზა­ფხუ­ლის სატ­რანსფე­რო ფან­ჯა­რა­ზე წავა სა­უ­დის არა­ბეთ­ში. ხვი­ჩას მი­ლი­არ­დი რომ მის­ცე, არა­ბეთ­ში არ წავა, ხვი­ჩა წავა "რე­ალ­ში", "ბა­ვა­რია", "ბარ­სე­ლო­ნა", "მან­ჩეს­ტერ სიტი", ამ გუნ­დებს სი­ტყვა­ზე გე­უბ­ნე­ბით.

ხვი­ჩას სხვა გე­მოვ­ნე­ბა და სხვა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ტვი­ნი აქვს. ხვი­ჩას სურს, რომ სულ ზე­მოთ იყოს და ასეც იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჯუ­ღელ­მა.

"კვა­რას" აგენ­ტის ამ გან­ცხა­დე­ბამ ოსი­მე­ნი რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან გა­ა­ნა­წყე­ნა და ჯუ­ღელს "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სთო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით უპა­სუ­ხა. პა­სუ­ხი საკ­მა­ოდ მწვა­ვეა:

"ძვირ­ფა­სო მა­მუ­კა ჯუ­ღე­ლო, სა­მარ­ცხვი­ნო და ბინ­ძუ­რი ხარ! მრცხვე­ნია შენი მსჯე­ლო­ბის უნა­რის გამო. ჩემი სა­ხე­ლი აღარ ახ­სე­ნო, იდი­ო­ტო", - წერს ოსი­მე­ნი.

ამ და­პი­რის­პი­რე­ბას რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა მე­დი­ა­ში, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბი აქ­ტი­უ­რად აშუ­ქე­ბენ ჯუ­ღე­ლი­სა და ოსი­მე­ნის და­პი­რის­პი­რე­ბას. თემა პო­პუ­ლა­რუ­ლია X-ში, სა­დაც ფა­ნე­ბი სა­კი­თხის გარ­შე­მო თა­ვი­ანთ მო­საზ­რე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ. გან­სა­კუთ­რე­ბით კი იტა­ლი­ე­ლი ფა­ნე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ. გთა­ვა­ზობთ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის კო­მენ­ტარს:"მშვი­დი კლი­მა­ტი ნე­ა­პოლ­ში, ტკბი­ლი სი­ტყვე­ბი ოსი­მენ­სა და კვა­რა­ცხე­ლი­ას აგენტს შო­რის.“

"ოსი­მე­ნის სენ­სა­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა კვა­რა­ცხე­ლი­ას აგენ­ტის მი­მართ.“

იხილეთ სრულად - ambebi.ge