“ყველაფერი სასმელის ბრალია, კაცი რომ ღამეში ერთ ლიტრა არაყს დალევს...“- ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის ოჯახის წევრი პირველ კომენტარს აკეთებს - კვირის პალიტრა

“ყველაფერი სასმელის ბრალია, კაცი რომ ღამეში ერთ ლიტრა არაყს დალევს...“- ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის ოჯახის წევრი პირველ კომენტარს აკეთებს

ქეთევან ედიბერიძის ნათესავებს მომხდარზე საუბარი უჭირთ. "პირველებმა" გაარკვია, რომ ერთ-ერთი ბოლო, ვინც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბოლოს ნახა, მოკლული ქალის ბაბუაა.

ასაკოვანი კაცი იხსენებს, რომ საბედისწერო საღამოს გიორგი კავლელაშვილი ნასვამი იყო, რაც შესაძლოა, წყვილს შორის კონფლიქტის მიზეზი გამხდარიყო.

“ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მოსიყვარულედ იყვნენ, ოღონდ სვამდა. 3 დღე მათთან გავატარე და ის სამი დღე კი მთვრალი იყო ბიჭი. დავტუქსე, მოვუყვანე მაგალითები, ყველაფერი სასმელის ბრალია, ან რაღაცა მიუმატა ან ჭამა. კაცი რომ ღამეში ერთ ლიტრა არაყს დალევს, ვუთხარი, რომ ეს კატასტროფაა. 4 თვის ბავშვი დატოვეს", - ამბობს ბაბუა "პირველებთან".

ვიდეო youtube: ტვ პირველი • TV Pirveli