თბილისში თოვს - ვიდეო - კვირის პალიტრა

თბილისში თოვს - ვიდეო

თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი თოვ­ლი მო­ვი­და. ნა­ლე­ქი დე­და­ქა­ლაქ­ში დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და­ფიქ­სირ­და. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი თბი­ლის­ში ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბას გუ­შინ­დე­ლი დღი­დან ელო­დე­ბიდ­ნენ.

"9 - 11 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი, მთა­ში და მა­ღალმთა­ში თოვ­ლი, ზო­გან ძლი­ე­რი, (10-11 იან­ვარს შე­საძ­ლე­ბე­ლია თოვ­ლი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­შიც აღი­ნიშ­ნოს), ნის­ლი, ქარ­ბუ­ქი, გზებ­ზე ლი­პყი­ნუ­ლი და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა. ზღვა­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია 3-4 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მუ­ლი ღელ­ვა.

დიდ­თოვ­ლო­ბის, ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის, ქარ­ბუ­ქის, ლი­პყი­ნუ­ლის და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

მო­სა­ლოდ­ნელ­მა ნა­ლე­ქებ­მა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, ხოლო გო­რაკ-ბორ­ცვი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.