ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად საქართველოს მოქალაქეც დაშავდა - უკრაინის გენპროკურატურა - კვირის პალიტრა

ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად საქართველოს მოქალაქეც დაშავდა - უკრაინის გენპროკურატურა

ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად საქართველოს მოქალაქეც დაშავდა. სულ 13 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ხარკოვის პოლიციის უფროსის ვლადიმირ ტიმოშკოს თქმით, რუსების სამიზნე უცხოელი ჟურნალისტები იყვნენ, რომლებიც რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული თემებს აშუქებდნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებული ქართველი თურქულ მედიაში მუშაობდა. დაშავებულია მისი თურქი კოლეგაც. 10 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება, სამს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვი ბელგოროდის ტერიტორიიდან ს-300 ტიპის რაკეტებით დაბომბა.