"ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში, 10 წლის შემ­დეგ. მა­ნამ­დე ვეხ­ვე­წე­ბო­დი და არ მომ­ყვე­ბოდ­ნენ" - თემურ ქეცბაია შოთა არველაძესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში, 10 წლის შემ­დეგ. მა­ნამ­დე ვეხ­ვე­წე­ბო­დი და არ მომ­ყვე­ბოდ­ნენ" - თემურ ქეცბაია შოთა არველაძესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

საქართველოში ახალი საფეხბურთო პროექტი "ლეგენდების სერია" იწყება. პირველი მატჩი 2024 წლის მარტში, ბათუმში გაიმართება. საქართველოს "ლეგენდების გუნდი" მილანის "ინტერის" "ლეგენდების გუნდს" დაუპირისპირდება.

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ითამაშებენ: შოთა არველაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე და თემურ ქეცბაია. "ინტერის" ლეგენდების გუნდში კი – ლუიშ ფიგუ, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი და ესტებან კამბიასო.

აღნიშნულის შესახებ თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც მომავალ მატჩზე შოთა არველაძესთან ერთად საუბრობს.

"თუ რამე აკ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს, თბი­ლისს, ეს ფეხ­ბურ­თია. სხვა ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს, ამ­დე­ნი ტუ­რის­ტი ჩა­მო­დის და აქა­უ­რო­ბა ისე მოს­წონს, იმა­ზე ოც­ნე­ბობს, კი­დევ რო­დის ჩა­მო­ვა აქეთ. ახ­ლა­ხან მე ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში, 10 წლის შემ­დეგ. მა­ნამ­დე ვეხ­ვე­წე­ბო­დი ხოლ­მე და არ მომ­ყვე­ბოდ­ნენ. ახლა რომ ნა­ხეს, რო­გორ არის აქა­უ­რო­ბა შეც­ვლი­ლი, შინ სულ ამა­ზე გვაქვს ლა­პა­რა­კი, ამ­ბო­ბენ, რო­დის წა­ვი­დეთ უკა­ნო..." - ამ­ბობს ვი­დე­ოს და­სას­რულ­ში თე­მურ ქეც­ბა­ია.

იხილეთ ვიდეო - palitravideo.ge