ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის
კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსის“ განუცხადა.
კონსტანტინე გამსახურდია თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს შეცვლის.
როდის დაინიშნება გამსახურდია ეროვნული ბიბლიოთეკის თავმდჯომარედ, ზუსტი დრო ჯერ უცნობია. თავად გამსახურდია აცხადებს, რომ ამას „გარკვეული დრო“ დასჭირდება.
"ინტერპრესნიუსი"