"რაც მთავარია გადავრჩი და ვიცოცხლებ" - რა ვიდეოს ავრცელებს ზალიკო ბერგერი? - კვირის პალიტრა

"რაც მთავარია გადავრჩი და ვიცოცხლებ" - რა ვიდეოს ავრცელებს ზალიკო ბერგერი?

ზალიკო ბერგერს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, ამის შესახებ დიზაინერი ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს და თავად ამბობს, რა შეემთხვა:

"ძვირფასო მეგობრებო, რაც მთავარია გადავრჩი და ვიცოცხლებ, თორმეტგოჯა ნაწლავის, კუჭის გახვრეტა და... მოკლედ, კუჭი გამისკდა და აგერ ვმკურნალობ კლინიკაში, ძველით ახალ წელსაც შევხდები აქ, მადლობა, რომ რეკავთ, არ ინერვიულოთ, გადავრჩი და რამდენიმე დღეში ჯანმრთელად ვიქნები. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას"- ამბობს ვიდემიომართვაში ზალიკო ბერგერი.