(VIDEO) გოჩა ჩერტკოევის ვაჟის ულამაზესი ქორწილი: უცხოელი რძალი ქართული სამოსით, ტრადიციული ცეკვები და ცნობილი სტუმრები - კვირის პალიტრა

(VIDEO) გოჩა ჩერტკოევის ვაჟის ულამაზესი ქორწილი: უცხოელი რძალი ქართული სამოსით, ტრადიციული ცეკვები და ცნობილი სტუმრები

ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე წყვი­ლის, გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვი­სა და შო­რე­ნა გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ვაჟი და­ო­ჯახ­და. ლე­ვან ჩერ­ტკო­ე­ვის რჩე­უ­ლი შე­ნონ ნი­ლია, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მე­უღ­ლის გვარ­ზე გა­და­ვი­და და ახლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შე­ნონ ჩერ­ტკო­ე­ვი უწე­რია. ლე­ვან­მა გო­გო­ნას ხელი გა­სუ­ლი წლის იან­ვარ­ში სთხო­ვა, შემ­დეგ კი, რო­გორც წყვი­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ირ­კვე­ვა, ქორ­წი­ლი ამე­რი­კა­ში გა­და­ი­ხა­დეს.

წყვილმა გადაწყვიტა, რომ ჯვარი საქართველოში დაეწერა და დიდი ქორწილიც აქ გადაეხადა.

გოჩამ და შენონმა სამებაში დაიწერეს ჯვარი, მერე კი რესტორანში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად გადაიხადეს ქორწილი, სადაც იყო ბევრი ქართული ცეკვა, სიმღერები და ჩურჩხელების ამოვლებაც კი შესთავაზეს სტუმრებს. თამადა კი გიორგი გასვიანი გახლდათ.

ფოტოები იხილეთ ლინკზე - "ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია ..." - გოჩა ჩერტკოევის ვაჟის ულამაზესი ქორწილი: უცხოელი რძალი ქართული სამოსით, ტრადიციული ცეკვები და ცნობილი სტუმრები (ფოტოები)