"შენდობას ვითხოვ...ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის" - არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი წმინდა მატრონას ხატზე - კვირის პალიტრა

"შენდობას ვითხოვ...ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის" - არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი წმინდა მატრონას ხატზე

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც წმინდა მატრონას ხატს ეხება.

"მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე,ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე.ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის", - წერს არქიმანდრიტი.

შეგახსენებთ, რომ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახულ სტალინის ეპიზოდს აჟიოტაჟი მოჰყვა. საბოლოოდ, კი სა­პატ­რი­არ­ქომ განაცხადა, რომ ისი­ნი მი­მარ­თა­ვენ შე­მომ­წირ­ველთ, თვი­თონ შე­ი­ტა­ნონ სა­თა­ნა­დო ცვლი­ლე­ბე­ბი ხატ­ში, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი ამას თა­ვად გა­ა­კე­თე­ბენ.