"2 წელია, მე ამ ხატს ვუყურებ და სტალინი საერთოდ ვერ შევამჩნიე... ამაში სასკანდალო და საჩხუბარი არაფერია. აუცილებლად წაიღებენ და გადაწერენ" - კვირის პალიტრა

"2 წელია, მე ამ ხატს ვუყურებ და სტალინი საერთოდ ვერ შევამჩნიე... ამაში სასკანდალო და საჩხუბარი არაფერია. აუცილებლად წაიღებენ და გადაწერენ"

მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის თქმით, მან მხო­ლოდ ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სას გა­ი­გო, რომ სა­მე­ბა­ში, წმინ­და მატ­რო­ნას ხატ­ზე სტა­ლი­ნიც არის გა­მო­სა­ხუ­ლი.

"2 წე­ლია, მე ამ ხატს ვუ­ყუ­რებ და [სტა­ლი­ნი] სა­ერ­თოდ ვერ შე­ვამ­ჩნიე. იცით, რა­ტომ ვერ შე­ვამ­ჩნიე? იმი­ტომ, რომ ეს არის დიდი ხატი - რო­მელ­საც, რომ უყუ­რებ, ჯერ წმინ­და მატ­რო­ნას გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას ხე­დავ, რო­მე­ლიც უდი­დე­სი წმინ­და­ნია და შემ­დეგ, თუ გა­ინ­ტე­რე­სებს, ძა­ლი­ან ახ­ლოს უნდა მიხ­ვი­დე და გარ­შე­მო მისი ცხოვ­რე­ბის სცე­ნე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რო - რო­მე­ლიც, რო­გორც წესი, ხა­ტებ­ზე რომ გა­მო­ი­სა­ხე­ბა, თუ თვი­თონ ცხოვ­რე­ბა არ იცი, სცე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ისე ვერ აღიქ­ვამ. ეს არის ხატ­წე­რა და არა მხატ­ვრო­ბა.

სტა­ლი­ნის ის­ტო­რია, რომ ის მატ­რო­ნას­თან სახ­ლში მი­ვი­და და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა, ეს არის გა­მო­გო­ნი­ლი ის­ტო­რია. ის, რაც ამას მოჰ­ყვა, ნამ­დვი­ლი ვან­და­ლიზ­მია. ეს არ შე­იძ­ლე­ბა, ეს არ არის სა­უბ­რი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბის გზა. თუ ასე­თი რამ მოხ­და და [სტა­ლი­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა] ვი­ღა­ცას გა­ე­პა­რა, ამა­ში სას­კან­და­ლო და სა­ჩხუ­ბა­რი არა­ფე­რი არაა. შე­მომ­წირ­ვე­ლებ­მა თქვეს, რომ წა­ი­ღე­ბენ. იმ­ხე­ლა ხატს ასე ხელს ხომ ვერ მო­კი­დებ და წა­ი­ღებ, მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად წა­ი­ღე­ბენ და გა­და­წე­რენ." - აცხა­დებს მეუფ ნი­კო­ლო­ზი.