"მე საქართველოში დავიბადე, მაგრამ ხაჭაპური რუსეთში უფრო გემრიელია" - ვინ არის საქართველოში დაბადებული სომეხი მებრძოლი, რომლის ვიდეოც სკანდალად იქცა - კვირის პალიტრა

"მე საქართველოში დავიბადე, მაგრამ ხაჭაპური რუსეთში უფრო გემრიელია" - ვინ არის საქართველოში დაბადებული სომეხი მებრძოლი, რომლის ვიდეოც სკანდალად იქცა

ქარ­თულ სპორ­ტულ "ფე­ის­ბუქ" ჯგუ­ფებ­სა და გვერ­დებ­ზე დღეს მთე­ლი დღეა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი სო­მე­ხი სპორ­ტსმე­ნი­სა და რუ­სე­თის დი­დად მყვა­რებ­ლის, არ­მან ცა­რუ­კი­ა­ნის ვი­დეო ვრცელ­დე­ბა, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­ში უფრო გემ­რი­ე­ლი ხა­ჭა­პუ­რი მზად­დე­ბა, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"მე სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ ხა­ჭა­პუ­რი რუ­სეთ­ში უფრო გემ­რი­ე­ლია, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - ამ­ბობს UFC-ის 27 წლის მებ­რძო­ლი.რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში ამ ვი­დე­ომ უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცი­ე­ბი და გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია.

ვინ არის არ­მან ცა­რუ­კი­ა­ნი?არ­მა­ნი 1996 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ახალ­ქა­ლაქ­ში და­ი­ბა­და. ჭი­და­ო­ბა­საც პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ეზი­ა­რა და იმის შემ­დეგ სპორ­ტის­თვის თავი არ და­უ­ნე­ბე­ბია.

რუ­სეთ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ, უკვე ჰო­კე­იმ გა­ი­ტა­ცა. 18 წლამ­დე "ამუ­რის“ ახალ­გაზ­რდულ გუნდში თა­მა­შობ­და, თუმ­ცა ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვერ მოხ­ვდა და სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რომ თავი მთლი­ა­ნად საბ­რძო­ლო სპორ­ტის­თვის მი­ე­ძღვნა.

2015 წელს კი ის UFC-ის რა­დარ­ზე მოხ­ვდა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა. პირ­ვე­ლი ბრძო­ლა მსუ­ბუ­ქი წო­ნის ახ­ლან­დელ ჩემ­პი­ონ­თან, ის­ლამ მა­ხა­ჩევ­თან ჩა­ა­ტა­რა და დე­ბი­უ­ტის კვა­ლო­ბა­ზე, მა­ხა­ჩევს უდი­დე­სი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცა­რუ­კი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და, ხოლო რუ­სეთ­ში გა­ი­ზარ­და, ოქ­ტა­გონ­ზე სომ­ხე­თის დრო­შით გა­მო­დის, თუმ­ცა მას სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ აქვს.ერთხელ, სამ­ბოს ტურ­ნირ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა მას პი­რა­დად ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა მი­უ­ლო­ცა. სა­უ­ბა­რია "სამ­ბო-70“-ზე, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­ი­მარ­თა. ტურ­ნი­რი ცა­რუ­კი­ან­მა მო­ი­გო და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან მან რამ­დე­ნი­მე სუ­რა­თიც გა­და­ი­ღო. პუ­ტინ­თან გა­და­ღე­ბულ­მა ფო­ტომ ერთხელ ცა­რუ­კი­ანს "უშ­ვე­ლა“.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო