პოლონეთის ელჩი, გორში სტალინის მუზეუმი და ახალი სკანდალი?! - "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა ჩემთვის ადგილი მიეჩინა, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

პოლონეთის ელჩი, გორში სტალინის მუზეუმი და ახალი სკანდალი?! - "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა ჩემთვის ადგილი მიეჩინა, მაგრამ..."

პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა ვიდეო-პოდკასტში საქართველოს ხელისუფების არაოფიციალურ რეაქციაზე ისაუბრა, რაც გორში სტალინის სახლ-მუზეუმის დახურვაზე განცხადებას მოჰყვა.

ჟურნალისტ მართა არდაშელიასთან საუბრისას პოლონეთის ელჩმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაოფიციალურ კომუნიკაციაზე ისაუბრა.

„საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა ჩემთვის ადგილი მიეჩინა. მაგრამ მე უხეშად ვუპასუხე, რომ ამ თემაზე უბრალოდ არ ვისაუბრებდი.

ეს არ არის რელიგიური საკითხი, ვინმეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა რომ მომეხდინა, ეს არის ობიექტური სიმართლე და ეს უნდა მივიღოთ. ზოგიერთისთვის შეიძლება ეს რთული იყოს, მაგრამ ეს სიმართლე უნდა მივიღოთ, როგორც ავადმყოფობის დიაგნოზი".

წამყვანის კითხვაზე, დაიბარეს თუ არა პოლონეთის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებაში, რათა მან სტალინის სახლ-მუზეუმის დახურვაზე გააკეთა განცხადება, მაშკევიჩმა უპასუხა, რომ ის არ მიუწვევიათ.

„დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა იყო არაოფიციალური შენიშვნები. მაგრამ მე ისინი ძალიან დელიკატურად „გავაგზავნე“, - განაცხადა მაშკევიჩმა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში პოლონეთის ელჩმა საქართველოში სტალინის სახლ-მუზეუმის დახურვასთან დაკავშირებით განხადება გააკეთა:

„მინდა მივმართო ჩემს ქართველ მეგობრებს, ერთი შემოთავაზება მაქვს. მესმის, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ, პატარა ქვეყანა, დიდი მეზობელი, რთული ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ გააკეთეთ ერთი სიმბოლური ჟესტი, დახურეთ გორში სტალინის მუზეუმი“ - განაცხადა მაშინ ელჩმა. წყარო