"შვილებთან ერთად მოვინახულე პაკროვსკის დედათა მონასტერი, სადაც დასვენებულია ჩემი უსაყვარლესი წმინდანის, წმინდა მატრონას უხრწნელი წმინდა ნაწილები" - რა ვიდეოს ავრცელებს მეგი გოგიტიძე?
მეგი გოგიტიძემ შვილებთან ერთად მატრონას წმინდა ნაწილები მოინახულა. ქართველი მომღერალი, რომელიც რუსეთში განსაკუთრებულად პოპულარულია, სოციალურ ქსელში წერს, რომ პაკროვსკის დედათა მონასტერს ესტუმრა და წმინდა მატრონას უხრწნელი ნაწილები მოინახულა. მომღერალი აქვე წერს, რომ მატრონა მისი საყვარელი წმინდანია.
მეგი გოგიტიძე:
"დღეს (11.01.24) ჩემს შვილებთან ერთად მოვინახულე პაკროვსკის დედათა მონასტერი, სადაც დასვენებულია ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წმინდანის, წმინდა მატრონას უხრწნელი წმინდა ნაწილები.
ასევე მონასტრის ეზოში დაბრძანებულია მისი ხატი, რომელიც სასწაულმოქმედია. დიდება უფალს. მე მჯერა, რომ ყოველი ცუდი გადაივლის… არ დაგვავიწყდეს არავის, რომ უფალი ყველაზე დიდია და მას ვერ აღუდგება ვერავინ. ვერავითარი სულიერი და უსულო… უფალი ამბობს: "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერა ერეოდეს მას".