ნატალი პორტმანი ღალატის შემდეგ მეუღლეს დაშორდა - კვირის პალიტრა

ნატალი პორტმანი ღალატის შემდეგ მეუღლეს დაშორდა

ნატალი პორტმანისა და ბენჟამენ მილპიეს წყვილი ჰოლივუდში ერთ-ერთ სანიმუშოდ ითვლებოდა. მსახიობი და ქორეოგრაფი ერთად 11 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და 2 შვილი შეეძინათ. თაყვანისმცემლებს მათი ერთად დანახვა განსაკუთრებით მოსწონდათ და ამიტომაც, როდესაც პირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაშორდა, ამბავმა ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ არც ნატალი პორტმანს და არც ბენჟამენ მილპიეს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. ამიტომაც, მსახიობის გულშემატკივრები დაბნეულები იყვნენ და არ იცოდნენ, რა ხდებოდა პორტმანის პირად ცხოვრებაში.

ცოტა ხნის წინ ნატალი პორტმანი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე გამოჩნდა. მსახიობი Dior-ის კაბაში ბრწყინავდა და იდეალურად გამოიყურებოდა. ერთგული თაყვანისმცემლების ყურადღება კი მისმა სევდიანმა გამომეტყველებამ და ხელზე საქორწინო ბეჭდის არქონამ მიიპყრო.

მეტიც, ბოლო ინტერვიუში მას ბენჟამენის შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. WSJ-თან ინტერვიუს დროს მსახიობმა აღნიშნა: "პარიზში ჩემს 2 შვილთან ერთად ვცხოვრობ." თუმცა, მილპიეს შესახებ არ უსაუბრია. მას 12 წლის ვაჟი - ალეფი და 6 წლის გოგონა - ამალია ჰყავს. იხილეთ სრულად