"მეც მაქვს ბედნიერების უფლება... ადრე ვამბობდი სად მცალია, ორი შვილის დედა ვარ-მეთქი, ახლა ვხვდები, რომ..." - ელენე ფოჩხუა დედობასა და პირადზე - კვირის პალიტრა

"მეც მაქვს ბედნიერების უფლება... ადრე ვამბობდი სად მცალია, ორი შვილის დედა ვარ-მეთქი, ახლა ვხვდები, რომ..." - ელენე ფოჩხუა დედობასა და პირადზე

მომ­ღე­რალ­მა ელე­ნე ფო­ჩხუ­ამ წარ­სულს ჩა­ა­ბა­რა ის დღე­ე­ბი, როცა ბევრ რა­მე­ზე ღე­ლავ­და. ახლა მის­თვის მთა­ვა­რი მხო­ლოდ ერთ რამ არის - გარ­შე­მო ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბა ჰქონ­დეს. არც ოც­ნე­ბე­ბით იტან­ჯავს თავს. ძა­ლი­ან უნდა, დიდი სახ­ლი ჰქონ­დეს მაგ­რამ სა­სურ­ველ სტუმ­რებს პა­ტა­რა სახ­ლშიც მშვე­ნივ­რად უმას­პინ­ძლდე­ბა.

ტრა­გე­დია არც ქმარ­თან გაყ­რის გამო შე­უქ­მნია. შვი­ლებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავს და­ა­კის­რა, ცხოვ­რე­ბამ ისიც ას­წავ­ლა, რომ არა­სო­დეს უნდა თქვა სი­ტყვა არა­სო­დეს. "სარ­კეს­თან" ამ­ბობს, რომ თუკი თა­ვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარს შეხ­ვდე­ბა პი­რად­ზე უარს არ იტყვის და ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის იბ­რძო­ლებს:

- ელე­ნე, ორ შვილს ზრდით მარ­ტო, ქა­ლის­თვის ად­ვი­ლი არაა ოჯა­ხის ფი­ნან­სუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. რო­გორ ახერ­ხებთ?

- როცა ოჯა­ხი მქონ­და მა­ში­ნაც დიდ­წი­ლად ჩემ­ზე იყო ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. არ მინ­და უხერ­ხუ­ლად გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ მე­უღ­ლე­ზე მეტი შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­და. ამას ნიშ­ნის­მო­გე­ბით არ ვამ­ბობ. ხან ასე ხდე­ბა ხან ისე. ასე რომ ამ გა­რე­მო­ე­ბას შეჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი და არ შემ­ში­ნე­ბია როცა მივ­ხვდი, რომ მარ­ტოს უნდა მიმ­ხე­და შვი­ლე­ბის­თვის. ყვე­ლა ქალს შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ი­ტა­ნოს თავი. ბო­ლოს და ბო­ლოს სახ­ლს და­უ­ლა­გებს ვინ­მეს და შვი­ლებს საჭ­მელს მო­უ­ტანს.

ქა­ლე­ბი ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი ვართ, ქალი რა­საც გა­უმკლავ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი გა­ჭირ­ვე­ბის დროს, კაცი იმ­დენს ვერ შეძ­ლებს. არ არის მარ­ტი­ვი გა­და­სა­ხა­დე­ბი ბავ­შვე­ბის სწავ­ლა და ათა­სი წვრილ­მა­ნი. გარ­და ამი­სა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა დიდი. ჩემი გოგო გარ­და­ტე­ხის ასაკ­შია და თა­ვი­სე­ბუ­რი მიდ­გო­მა ჭირ­დე­ბა. ბიჭი პირ­ველ კლას­შია და მას სხვაგ­ვა­რი ყუ­რა­დღე­ბა უნდა.

სას­წა­უ­ლად მკაც­რი დედა ვარ. მე­გობ­რე­ბი მე­ტყვი­ან ხოლ­მე, კარ­გი რა შენც ხომ იყა­ვი მათ ასაკ­შიო. თუ მე­გობ­რე­ბი მი­დი­ან კი­ნო­ში და მერე სად­მე უნდა დას­ხდნენ კი ვუშ­ვებ, მაგ­რამ ერთხელ სა­ღა­მოს 10 სა­ა­თი იყო და სკვერ­ში გვინ­და გას­ვლაო და უკვე და­ვუ­შა­ლე. გიჟი დედა ვარ. ბავ­შვე­ბის მამა უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს, შე­სა­ბა­მი­სად მხო­ლოდ მე ვარ შვი­ლე­ბის მფარ­ვე­ლიც და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლიც. გააგრძელეთ კითხვა