სკანდალით დატოვებული რუსეთის გუნდი, ფეხბურთელი შეყვარებული და ტრიუმფი საქართველოს სახელით - ულამაზესი ანასტასია გუბანოვას სპორტული და პირადი ცხოვრება - კვირის პალიტრა

სკანდალით დატოვებული რუსეთის გუნდი, ფეხბურთელი შეყვარებული და ტრიუმფი საქართველოს სახელით - ულამაზესი ანასტასია გუბანოვას სპორტული და პირადი ცხოვრება

ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რო­მე­ლიც ლი­ე­ტუ­ვის ქა­ლაქ კა­უ­ნას­ში იმარ­თე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა გრძელ­დე­ბა. სპორ­ტულ წყვი­ლებ­ში ანას­ტა­სია მე­ტელ­კი­ნა-ლუკა ბე­რუ­ლა­ვას შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მოს­ვლი­სა და ვერ­ცხლის მედ­ლის შემ­დეგ, ასე­ვე ვერ­ცხლი მო­ი­პო­ვა ქალ­თა ერ­თე­ულ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ას­პა­რე­ზე ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვამ, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­სუ­ლი წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­ლავთ.

მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ ანას­ტა­სია მე-3 ად­გილ­ზე იყო, თუმ­ცა თა­ვი­სუ­ფალ პროგ­რა­მა­ში სა­ო­ცა­რი გა­მოს­ვლის შემ­დეგ, მან მე­ო­რე ად­გილ­ზე გას­ვლა შეძ­ლო. ულა­მა­ზე­სი პროგ­რა­მა ანას­ტა­სი­ამ უშეც­დო­მოდ, სა­ოც­რად შთამ­ბეჭ­და­ვად და ემო­ცი­უ­რად წარ­მო­ად­გი­ნა. თა­ვი­სუ­ფალ პროგ­რა­მა­ში ანას­ტა­სი­ამ 137, 56 ქულა და­იმ­სა­ხუ­რა, ორი პროგ­რა­მის ჯამ­ში კი 206.52 ქულა და­აგ­რო­ვა.

62271027ae5ac9657e28c210-1705162084.jpg

პირ­ველ და მე­სა­მე ად­გილ­ზე ბელ­გი­ე­ლი მო­ცი­გუ­რა­ვე­ე­ბი გა­ვიდ­ნენ: ლუნა ჰენ­დრიქ­სი (213, 25 ) და ნინა პინ­ზა­ნო­რე (202,29).

ვინ არის ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვა?

ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვა რუ­სეთ­ში, სა­მა­რის ოლ­ქის ქა­ლაქ ტო­ლი­ატ­ში 2002 წელს და­ი­ბა­და. დიდ სპორ­ტში მისი ჩარ­თვა მშობ­ლე­მა 2006 წელს გა­და­წყვი­ტეს და 4 წლის გო­გო­ნამ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში და­ი­წყო ვარ­ჯი­ში, სა­დაც 2018 წლამ­დე დარ­ჩა. 2018/19 წლე­ბის სე­ზო­ნი მოს­კოვ­ში, ცსკა-ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც ელე­ნა ბუ­ია­ნო­ვას­თან ემ­ზა­დე­ბო­და. გააგრძელეთ კითხვა

326899886-1271594087031843-3305885474272049555-n-1705162084.jpg