"ეს იყო ძალიან რთული განშორება, რთული იყო, რის გამოც მივიღე ეს გადაწყვეტილება" - რას ჰყვება გვანცა დარასელია?
ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ გადაცემა "სთორიში" ისაუბრა, თუ რატომ დატოვა "რუსთავი 2".
"პაუზა ჩემი გადაწყვეტილება იყო, ძალიან კარგ შანსს მინდა დაველოდო დასაბრუნებლად. ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, აი ოჯახის დანგრევა როგორი სტრესიც არის ადამინისთვის და განშორება წლების მერე ადამიანთან ეგეთი განცდა იყო. 15 წელი ვიმუშავე არხზე, რომელიც ჩემი სახლი იყო და ის გარემო იყო შესისხლხორცებული. რთული იყო, რის გამოც მივიღე ეს გადაწყვეტილება, ერთ ადგილზე ვტრიალებდი."