"ჩემს რწმენას რატომ შეურაცხყოფ? რატომ მაგინებ დედას, ხომ შეიძლება ამის გამო ხელი დაგარტყა? ეს შეგნებულად გაკეთდა, რომ ვიღაცამ ძალა იხმაროს. მერე დაიწყება ალიაქოთი, აი, ეკლესიაში თურმე როგორი მოძალადეები არიანო..." - კვირის პალიტრა

"ჩემს რწმენას რატომ შეურაცხყოფ? რატომ მაგინებ დედას, ხომ შეიძლება ამის გამო ხელი დაგარტყა? ეს შეგნებულად გაკეთდა, რომ ვიღაცამ ძალა იხმაროს. მერე დაიწყება ალიაქოთი, აი, ეკლესიაში თურმე როგორი მოძალადეები არიანო..."

„ჩემს რწმენას რატომ შეურაცხყოფ? რატომ მაგინებ დედას, ხომ შეიძლება ამის გამო ხელი დაგარტყა? ჩემი აზრით, ეს შეგნებულად გაკეთდა, რომ ვიღაცამ ძალა იხმაროს. მერე დაიწყება ალიაქოთი, აი, ეკლესიაში თურმე როგორი მოძალადეები არიანო...“

7 იანვარს, შობას, სოცქსელში დეკანოზმა­ ილია ჭიღლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამების ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ­ სტალინი იყო გამოსახული. ამ ფაქტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - საზოგადოების ნაწილი ტაძრიდან ხატის გატანას ითხოვს. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა იმავე დღეს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის­ ხატი უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია. გაირკვა, რომ ხატი ტაძარს პარტია "პატრი­ოტთა ალიანსის" ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა­ და დავით თარხან-მოურავმა შეწირეს­. ამის შემდეგ სოცქსელში­ აქტივისტმა­ ნატა ფერაძემ ვიდეო გაავრცელა, თუ როგორ ასხამს ხატს რამდენიმე ადგილას ლურჯ საღებავს. სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ნატა ფერაძე დაჰკითხეს. ხატის შეურაცხყოფის გამო კი "ალტ-ინფოს" წევრებმა პროტესტი ფერაძის სახლთან გამოხატეს და მისი დასჯა მოითხოვეს...

საპატრიარქომ დაგმო მომხდარი. ცნობილი გახდა­ ისიც, რომ წმინდა მატრონას ხატზე შეიცვლება სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი.­

"...ვინაიდან ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც ის წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც. მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ირმა ინაშვილის თქმით: "თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ". შექმნილი უხერხულობის გამო არქიმან­დ­რიტმა იოვანე მჭედლიშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ შემოწირულობის­ დეტალები არ იყო ცნობილი­ საპატრიარქო­სთვის. "მე, როგორც სამების­ საკათედრო ტაძ­რის კეთილმოწესე,­ ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შენდობას ვითხოვ დედაეკლესი­ისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის".

დეკანოზ შალვა კეკელიას აზრით, ეს ინფორმაცია შობის დღეს მიზანმიმართულად გავრცელდა: - დიდი ხანია ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა დაწყებული. იმავე მეთოდებით ებრძვიან, როგორც კომუნისტების დროს. მაშინაც ხატავდნენ პრესაში მღვდელს თავადებთან, მღვდელს ეტლში, ისევე როგორც დღეს ხატავენ მღვდელს "ჯიპში". მაშინაც იწერებოდა, მღვდ­ლებს ადამიანები­ არ აინტერესებთ, თვითონ ფუფუ­ნებაში ცხოვრობენ, ხალხი მიტო­ვებულიაო, ავრცე­ლებდნენ პროკლამაციებს, იგივე მეორდება დღესაც. ჯერ მღვდლებზე დაიწყეს საუბარი, ახლა ხატებს მიადგნენ. პანდემიის დროს მოგვიწოდებდნენ, ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვა არ ჩატარებულიყო, ზიარება არ ყოფილიყო­. ახლა იწყება საუბარი იმაზე, რომ ხალხს ძალიან უჭირს და რა საჭიროა მოოქრული ხატები.­ შემოვაძარცვოთ ხატებს­ და ხალხს დავურიგოთო. ჟურნალისტების ნაწილს, არასამთავრობოებს და ლიბერალურ ფრთას ზუსტად­ ისეთივე მიდგომა აქვთ, როგორიც მაშინ ჰქონდათ. მათაც ჰყავდათ მომხრე მღვდლები, როგორც დღეს ამათ ჰყავთ. დავაკვირდეთ, წმინდა მატრონას ხატზე ხმაური­ რომ ატეხეს, სწორედ ის მღვდლები არიან, რომლებიც პანდემიის დროს გაიძახოდნენ, ზიარება არ შეიძლებაო, ადანაშაულებდნენ ეკლესიას, რატომ ატარებენ აღდგომას წირვას, მათ ხალხი არ აინტერესებთო. თურმე ხალხი რომ იხოცება, ეკლესიაში მისვლის ბრალია. ზუსტად ამ მღვდლებიდან გამოვიდა ერთი და თქვა, გამოიტანეთ წმინდა მატრონას ხატი ტაძრიდან და დაწვითო...

- კომუნისტების დროს ამტვრევდნენ, წვა­ვდნენ ხატებს. მსმენია, მათზე ეს ცოდვა ცუდად აისახაო...

- ჩემს სოფელში, ბანძაში, ტაძარი რომ დაანგრიეს­ და ხატები გამოიტანეს, ერთმა ადამიანმა ცუდი სიტყვა თქვა მეგრულად,­ ღვთისმშობლის ხატს რომ შეხედა. როგორ­ უბრჭყვიალებს თვალებიო, მაუზერი ამოი­ღო­ და ღვთისმშობლის ხატს თვალში ტყვია ესროლა. მერე იქეიფა და სახლში რომ მიდიოდა, მოკლე გზით გადაწყვიტა გადასვლა, სიმინდის ყანით. სამეგრელოში­ სიმი­ნდს რომ ჭრიან, ღეროს ტოვებენ, უცებ წაბორძიკდა, დაეცა წვეტიან ღეროზე და ზუსტად ის თვალი ამოითხარა,­ რომელიც ღვთისმშობელს დაუზიანა.

კიდევ ერთ ამბავს მოგიყვე­ბით: რამდენიმე წლის წინ მარტვილის რაიონში­, ნალეფსაოში, ტაძარი­ აღადგინეს.­ ირგვლივ სასაფლაოები იყო და შესვლას ვერ ახერხებდნენ. მამა გოჩამ მოსახლეობას სთხოვა, დათანხმებულიყვნენ და მიმდებარედ დაკრძალული ადამიანები­ სხვაგან გადაესვენებინათ, ტაძრის ირგვ­ლივ შემოვლის საშუალება რომ ჰქონოდა ხალხს. რამდენიმე მიცვალებული ოჯახის წევრებთან შეთანხმებით გადაასვენეს, იქვე დაკრძალული იყო ის კაციც, ვინც ეს ტაძა­რი დაანგრია. თურმე ყოვე­ლთვის წითელ პარასკევს­ კლავდა საკლავს შეგნებულად და ხალხს ეუბნებოდა, თუ მართლა­ ღმერთი არსებობს, რატომ არ ვისჯები ამისთვის, სად არის თქვენი ღმერთიო. ღმერთს სულ ლანძღავდა. 50 წლის გარდაცვლილი იყო, მაგრამ­ ეს ამბავი სოფელში ბევრმა იცოდა. როცა მისი საფლავის გახსნამ მოუწიათ, სასწაული­ მოხდა - საშინელი სიმყრალის სუნი ამოვიდა და ნახეს, რომ თავის ფეკალიებში იყო აზელილი. ეს მთელმა სოფელმა ნახა, ნიჩბით ამოიღეს მისი ნეშტი, სპეციალურ პარკში ჩაყარეს და ასე დაკრძალეს თავიდან.

სულ იმას ვფიქრობ, ამ ადამიანებს­ ნუთუ არ ეშინიათ, სიწმინდეებს­ რომ ეხე­ბიან.­ ის ქალბატონი ასეთი ურწმუნო როგორ იყო, რომ ეს გააკეთა,­ თან იღებდნენ­ ამას. სამჯერ მიასხა საღებავი წმინდა მატრონას ხატს და არც ერთხელ არ მიუსხია სტალ­ინის სურათისთვის. ხატზე წმინდა მატრონას ღვთისმშობლის ხატი უჭირავს ხელში და ღვთისმშობელს მიასხა საღებავი. ასეთი უღმერთო როგორ უნდა იყო? ეს არის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, ამიტომაც აუცილებელია სახელმწიფომ კანონი მიიღოს რელიგიური შეურაცხყოფის გამო... თუ გახსოვთ, ადრე "რუსთავი 2"-ში ღვთისმშობლის ხატი გამოიტანეს, იარ­აღი­ უჭირავს ღვთისმშობელს და თავში იხლის ტყვიას - თვითმკვლელი ღვთისმშობე­ლი წარმოაჩინეს. მაშინაც გავჩუმდით, ამხელა შეურაცხყოფა რომ მიაყენა ღვთისმშობელს. ღვთისმშობლის წილხვედრ­ ქვეყანას გვაკადრეს ეს! ხატების შეურაცხყოფის, შებილწვის უამრავი ვიდეომასალა არსებობს. მამა თომამ დადო ვიდეო, სადაც ღვთისმშობლის ხატს ვიღაცამ ქვა ესროლა და დააზიანა. ჩვენი ტაძრის კედლებზეც რამდენჯერ გაუკეთებიათ ცუდი შინაარსის წარწერები...

თან ეს ადამიანები ამბობენ, ადამიანის არჩევანს პატივი უნდა ვცეთო. ჩემს არჩევანს პატივს რატომ არ სცემენ? კარგი, შენ არ გჯერა ამის, მაგრამ მე მჯერა და ჩემს რწმენას რატომ შეურაცხყოფ? რატომ მაგინებ დედას, ხომ შეიძლება ამის გამო ხელი დაგარტყა? ჩემი აზრით, ეს შეგნებულად გაკეთდა, რომ ვიღაცამ ძალა იხმაროს. მერე დაიწყება ალიაქოთი, აი, ეკლესიაში თურმე როგორი მოძალადეები არიანო...

წარმოიდგინეთ, შობის დღესასწაულს რომ რუსულს უწოდებ. რუსოფილები და რუსეთის­ მსახურები არიან თვითონ. წმინდა ათონის მთა, იერუსალიმი, ჩვენ მაცხოვრის შობას ერთნაირად აღვნიშნავთ, ჩვენთან ერთად დღესასწაულობენ. შობას როგორ უნდა აეტეხათ­ ეს ამბავი!

stalin2-1705237193.jpg

- ხომ არ ფიქრობთ, რომ "პატრიოტთა­ ალიანსის" ლიდერებმა ეს ხატი ტაძარს რომ შეწირეს, იცოდნენ რა მოჰყვებოდა ამას?

- ცოდვას ვერ ვიტყვი, როგორ შეიძლება ვინმეს რამე დააბრალო. ვიღაცას შეიძლება უყვარდეს სტალინი, მაგრამ ბევრს სძულდა კომუნისტური პარტია. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო ბაბუაჩემი, ტყვედაც იყო გერმანიაში, მაგრამ არასოდეს კომუნისტების მიცემული სიგელი არ აუღია, არც სტალინი მოსწონდა.

- საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაუ­რა­­ ირმა ინაშვილი. თქვა, რომ მზად არიან­ შეაცვლევინონ ეპიზოდი. ეს თავიდანვე რომ გათვალისწინებულიყო, ალბათ, ჯობდა...

- ბუნებრივია... მაგრამ როცა ხატში არსებული დეტალი ამხელა რამეს იწვევს­, მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ ასეთი ფაქტი­ არ მომხდარა, რა პრობლემაა, რომ ახალი სცენა დაიხატოს. იმ საზო­გადოებას, რომელსაც დიდი ბაბუა დაუხვრიტა სტალინმა, ბუნებრივია, პრეტენზია აქვს. ამიტომ საპატრიარქოს განცხადება სწორია, ის ითვალისწინებს იმ ადამიანების აზრს.

stalin-1705237193.jpg

- შეთანხმებული იყვნენ, რომ ხატი ამ ფორმით დაიწერებოდა?­ ან ეკლესია თუ იყო ვალდებული შეემოწმებინა ეს დეტალები?

- მე არ მინდა გავექცე ეკლესიის პრობლემას. ჩვენი პრობლემაა, რომ ეს ხატი არ შემოწმდა. ახლა კი არ უნდა მსჯელობდეს­ ამაზე საპატრიარქო, თავიდანვე უნდა გარკვეულიყო და არ უნდა მიეცა უფლება,­ რომ ასეთი შინაარსის ხატი შემოეწირათ. დიახ, ეს ჩვენი პრობლემაა და ამას მეც ვაღიარებ როგორც სასულიერო პირი... მაგალითად, მე ყველა ხატს დეტალურად ვამოწმებ. სხვათა შორის, ყველა ადამიანს არა აქვს უფლება ხატი შემომწიროს, თუნდაც კანონიკური იყოს. მისი ცხოვრების წესსა და მორჩილებას აქვს მნიშვნელობა. მით უმეტეს, როდესაც ხატში დარღვევაა, ამას უნდა დააკვირდეს ეკლესია.

- წმინდა მატრონას ხატის შესწავლა­ სამების ტაძრის წინამძღვრის კომპეტენცია იყო?

- ზოგჯერ არ ხდება დაკვირვება და როცა მოაქვთ შესაწირი, იღებენ. ამ ამბის შემდეგ უფრო ფრთხილი იქნება ეკლესია­, უფრო კარგად დააკვირდებიან ხატებს. დიდი ხატია, მეც მინახავს და მილოცია, მეც თაყვანი მიცია, მაგრამ მეც კი არ დავკვირვებივარ ამ დეტალებს. ეს ფრაგმენტი ქვევით არის და არც შემიმჩნევია...

ვფიქრობ, რაც მოხდა, შეგნებულად გაკე­თდა, რათა შობის დღესასწაული გადაეფარათ. სურთ შეურაცხყოფა მოგვაყე­ნონ,­ დაგვამცირონ. ადამიანებს აქვთ უფ­ლის რწმენა და შობას აღნიშნავენ. ჩვენს ტაძარში 5 ბარძიმით ვაზიარეთ მრევლი, 1 საათს მიდიოდა ზიარება. წარმოიდგინეთ­ რამხელა მრევლზეა საუბარი. იდგნენ ღამის­ თევაზე­ ბავშვები, მოხუცები, ახალგაზრდები, ამ ადამიანებს ხომ შეურაცხყოფას აყენებ ამ ამბებით? ეს მდაბიო აზროვნების შედეგია.

სამართლებრივი სასჯელი უნდა არსებობდეს თუნდაც იმიტომ, რომ სხვამ არ გაბედოს იგივე. წარმოიდგინეთ, ციხე რომ არ არსებობდეს, რამდენი ადამიანი მოკლავდა მეორე ადამიანს. ამიტომ ვამბობ, რომ კანონი საჭიროა. რაც შეეხება ნატა ფერაძეს, თუ მოინანიებს,­ ბუნებრივია, ეკლესია მიიღებს. ეკლესია ყველას იღებს, მეძავებს, მკვლელებს, ლოთებს,­ ნარკომანებს, ოღონდ მონანულს. უნდა გწამდეს ღმერთის, რომ მოინანიო. ყველა თავის თავს წარმოაჩენს და კარგად ჩანს, როგორი დამოკიდებულება აქვთ ღმერთსა­ და საკუთარ თავთანაც.