გამარჯვებულია „პეპელა“
ადიგენის სოფელ დერცელში ერთი უცნაური ტრადიცია აქვთ, ადგილობრივები საქონლის საზაფხულო საძოვრებზე წასასხმელად განსაკუთრებით ემზადებიან. ამ დღეს ძროხებს სხვადასხვაფრად უღებავენ რქებს, სამკაულებით რთვავენ და თავზე გვირგვინებს ადგამენ. ეს ტრადიცია, ადგილობრივების თქმით, მთაში წასვლის სიხარულთან ერთად, პირუტყვის ავი თვალისგან დაცვასაც ითვალისწინებს.
როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონული გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე" გვიამბობს, მთაში გასამგზავრებლად გალამაზებული ძროხების მონაწილეობით დერცელელებმა სილამაზის კონკურსიც ჩაატარეს. ჟიური პირუტყვს ჰიგიენის, ვიზუალისა და მორთულობის მიხედვით აფასებს და იღებს გადაწყვეტილებას. საბოლოოდ სილამაზის კონკურსში ყველაზე დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა ძროხამ, სახელად "პეპელა". ეკა სალაღაია