"მე მივდივარ ამაყი და თავაწეული, რადგან დავტოვე ბევრი შექმნილი და წავიღე დიდი სიყვარული" - როგორ დაემშვიდობა ეროვნულ ბიბლიოთეკას გიორგი კეკელიძე
მწერალი გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას დაემშვიდობა და ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე.
დავემშვიდობე შესანიშნავ თანამშრომლებს, რომლებთანაც დიდებული 11 წელი გავატარე.
იყო ბევრი ცრემლი და იყო ღიმილიც, რადგან:ჩვენ შევძელით შეგვექმნა დიდი ისტორია ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო ბრენდად ქცევისდა ვუთხარი:
რომ მე მივდივარ ამაყი და თავაწეული, რადგან დავტოვე ბევრი შექმნილი და წავიღე დიდი სიყვარული.
რომ ისინიც უნდა დარჩნენ ამაყები და თავაწეულები, რადგან ეს ყველაფერი ერთად შევქმენით.
და ამ ქმნის პარალელურადარ გვავიწყდებოდა ერთმანეთი,რადგან ვიცოდით, რომადამიანი არის მთავარი -რომ წიგნს ქმნის ადამიანი,რომ წიგნი იქმნება ადამიანებზე,და წიგნს კითხულობს ადამიანი - და რომ მთავარი არიან თვითონ,ადამიანები - სხვადასხვა აზრისანი და ფიქრისანიდა რომ ადამიანი არის არჩევანიდა ხანდახან უარჩევნობაცდა რომ ცხოვრება გრძელდებადა რომ მათ აუცილებლად უნდა გააგრძელონ ამ საქმის კეთება უკვე ახალ მენეჯერთან ერთადდა რომ სულ ვიქნები მათი და ეროვნული ბიბლიოთეკის გულშმეტკივარი.
P.S. ეს მარო მაყაშვილის ბაღია, რომელიც შვიდი წლის წინ დავაარსეთ, ეს კი ბიბი, რომელიც ერთი წლის შევიფარეთ. სულ ბოლოს მას ვუთხარი ნახვამდის.
#ეროვნულიბიბლიოთეკა
#გიორგიკეკელიძე
#giorgikekelidze